ლიგა 1. XXII ტური: პარიზული ზავი "ნიცას" სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
"მარსელს" შესაძლოა, მართლაც გამოუვიდეს აღორძინება და ძველი დიდების დაბრუნება. პატრის ევრას დაბრუნება ამის მანიშნებელია (მან 2005 წლის დეკემბრის მერე პირველად ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატში).

სამხრეთულმა გუნდმა 5:1 მოუგო "მონპელიეს", რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ბაფეტიმბი გომისს. მის ანგარიშზე ჰეთ თრიკია. ვინ წარმოიდგენდა, რომ გულის დაავადების გამო ფეხბურთიდან კარგა ხნის წინათ ჩამოწერილი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა, მაგრამ ეს უკვე ფაქტია, გომისმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუსწრო და ახლა მის ანგარიშზე 115 გოლია.

"ლიონმა" გამარჯვებას ისევ მარცხი შეუნაცვლა, ასე კი მაღალი მიზნებისთვის ვერ
იბრძოლებ. თანაც, გუნდმა შინ "ლილთან" დათმო - 1:2. ალექსანდრ ლაკაზეტის მე-18 გოლი სეზონში (პენალტით) მცირე ნუგეშია.

ადრინდელი ლიდერი "ნიცა" არ ნებდება, "გენგამი" 3:1 დაამარცხა და კვლავ საჩემპიონო დოღშია. ალასან პლეამ და მარიო ბალოტელიმ თითო გოლი შეაწიეს რივიერულ კლუბს.

ტურის ცენტრალური მატჩი "პარკ დე პრენსზე" გაიმართა, სადაც უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენმა" უნიკალური შანსი გაუშვა ხელიდან. 93-ე წუთზე ბერნარდო სილვამ გაქვითა ედინსონ კავანის პენალტი და მონაკო" შინ ქულით გაბრუნდა - 1:1. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა ლიდერობის შესანარჩუნებლად (ოღონდ "ნიცას" ქულებით ვეღარ უსწრებს).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXII ტური
მარსელი-მონპელიე 5:1
გოლები: 1:0 გომისი (4), 2:0 გომისი (19), 3:0 როლანდო (38), 3:1 ბუდებუზი (49), 4:1 გომისი (77), 5:1 ტოვენი (88-პენ)
გაძევება: რემი (87. მონპელიე)

ლიონი-ლილი 1:2
გოლები: 0:1 ბენზია (38), 0:2 ბენზია (80-პენ), 1:2 ლაკაზეტი (86-პენ)

ნანსი-ბორდო 0:2
გოლები: 0:1 კუფო (68 ს. კ.), 0:2 მალკომი (88)

ლორიანი-დიჟონი 2:3
გოლები: 0:1 დიონი (10), 1:1 მარვო (50), 2:1 უორისი (60-პენ), 2:2 ლოტიე (70), 2:3 ლი მელუ (92)
გამოუყენებელი პენალტი: უორისი (75. ლორიანი)

ბასტია-კაენი 1:1
გოლები: 1:0 სენ-მაქსიმინი (26), 1:1 როდელენი (45-პენ)

ანჟერი-მეცი 2:1
გოლები: 1:0 ტაიტი (25), 1:1 ტრაორე (33 ს. კ.), 2:1 პეპე (35)
გაძევება: კოადი (39. მეცი), დიანი (66. მეცი)

რენი-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 ილოკი (45), 1:1 ნიანიონი (87)

ნიცა-გენგამი 3:1
გოლები: 1:0 პლეა (11), 2:0 სერი (38), 2:1 ბრიანი (63), 3:1 ბალოტელი (87)

ტულუზი-სტ. ეტიენი 0:3
გოლები: 0:1 რუ (9-პენ), 0:2 მონე-პაკე (55), 0:3 რუ (67-პენ)
გაძევება: სომალია (47. ტულუზი)

პსჟ-მონაკო 1:1
გოლები: 1:0 კავანი (81-პენ), 1:1 ბ. სილვა (93)
პსჟ (4-3-3): ტრაპი (53. არეოლა) - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - რაბიო, ტ. მოტა, მატუიდი - ლუკასი (61. დი მარია), კავანი, დრაქსლერი (87. გუედეში)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟესუსი, მენდი - ბ. სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო (90. მბაპე), ლემარი (83. კარილიო) - ჟერმენი (76. მოუტინიო), ფალკაო
მაყურებელი: 50 000

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ); 18 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ალასან პლეა (ნიცა); 10 - ივან სანტინი (კაენი); 9 - მარიო ბალოტელი (ნიცა); 8 - რიად ბუდებუზი (მონპელიე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"