"ლიონს" გიუნდოგანი მოუნდა

AutoSharing Option
"ლიონს" "ნიურნბერგის" 20 წლის საყრდენი ნახევარმცველის ილკამ გიუნდოგანის შეძენა სურს. ამის შესახებ ფრანგული მხარე ოფიციალურად ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ პრესა ხმებს აქტიურად განიხილავს. როგორც ამბობენ, გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრის შეძენაზე "ბაიერნში" და "შალკეშიც" ფიქრობენ.

აქვე გეტყვით, რომ ფეხბურთელმა ორიოდე თვის წინ საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი საფეხბურთო მოქალაქეობის საკითხი: ილკამი საკუთარ მომავალს ბუნდესგუნდს უკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული