"მარსელთან" ჩატარებული საშინაო მატჩი "რენის" წევრებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მწარედ. იმის მიუხედავად, რომ წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირება ელის, "მარსელმა" ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე ხმაურიანი განაცხადი გააკეთა.
"ვიცი, რომ ბევრი არ ელოდა ჩვენს ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას, მაგრამ ძალების რაციონალური გადანაწილება შევძელით. "მანჩესტერთან" მოახლოებული მატჩი ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში ყურადღება ერთი წამითაც
"ლილს" თითქოს კონკურენტის წაბორძიკებით იოლად უნდა ესარგებლა და არაფრით გამორჩეული "ვალანსიენი" აუღელვებლად დაემარცხებინა, მაგრამ რუდი გარსიას გუნდს ძალიან გაუჭირდა და მეტოქე ზედ საფინალო სასტვენის წინ გატეხა. ედენ ჰაზარდის საგოლე დარტყმამ "ლილი" უახლოეს მდევარს სამი ქულით მოსწყვიტა, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს თუ ჩავხედავთ, სოლიდური უპირატესობაა.
როგორც ხედავთ, სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ჩემპიონობის რეალური შანსი ერთბაშად ხუთ გუნდს აქვს, რაც ფრანგულ ლიგას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
"მარსელისა" არ იყოს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური ორთაბრძოლის წინ ძალები არც "ლიონს" დაუზოგავს და "სოშოსთან" გასვლითი მატჩი დამაჯერებლად მოიგო. კლოდ პიუელმა როტაციას მიმართა და ნაკლებად სავარაუდოა, სამეფო კლუბთან შეხვედრაში გასულ შაბათს გამოყენებული მოთამაშეებიდან ყველა გაამწესოს.
ზეხუთეულის ბინდართაგან ყველაზე მოკრძალებული საჩემპიონო პერსპექტივა ჯერჯერობით, პარიზელებს აქვთ. არადა, გუშინ საღამოს "სენ ჟერმენს" გამარჯვება თითქოს გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში დედაქალაქელები აირივნენ და ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს. არადა, 2:1-ზე "მონპელიე" რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა.
ისევ უნდა ვახსენოთ წყალწაღებულ "არლი", რომლის მიერ მოპოვებული თითოეული ქულაც საყურადღებო ამბავია. შაბათს უიმედო აუტსაიდერებმა "ლორიანთან" ბევრი იბრძოლეს და ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
ბარემ ორი სიტყვა შემდეგ ტურზეც ვთქვათ - "ლილს" გამარჯვების არცთუ ურიგო შანსი აქვს, მისი მდევრები კი ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. საინტერესო იქნება "ლიონი"-"რენი", ტური კი "მარსელი"-პსჟ-ის ფრანგული "კლასიკოთი" დაიხურება.
1. ლილი 27 14 10 3 47-26 52
2. რენი 27 14 7 6 31-20 49
3. ლიონი 27 13 9 5 46-25 48
4. მარსელი 27 13 9 5 39-23 48
5. პსჟ 27 12 9 6 41-28 45
6. მონპელიე 27 10 9 8 23-26 39
7. სენტ ეტიენი 27 10 8 9 35-33 38
8. ბორდო 27 9 10 8 35-32 37
9. ლორიანი 27 10 7 10 35-34 37
10. ტულუზი 27 11 3 13 28-29 36
11. სოშო 27 10 5 12 40-33 35
12. ბრესტი 27 9 8 10 27-30 35
13. ნიცა 27 8 9 10 18-27 33
14. ვალანსიენი 27 7 11 9 31-29 32
15. კაენი 27 8 8 11 29-38 32
16. ნანსი 27 9 5 13 29-41 32
17. მონაკო 27 5 14 8 26-28 29
18. ოსერი 27 5 14 8 30-34 29
19. ლანსი 27 5 10 12 24-41 25
20. არლი 27 1 9 17 16-53 12
ბომბარდირები
17 - სოუ (ლილი), 16 - გამეირო (ლორიანი), 13 - ნენე (პსჟ), ელ არაბი (კაენი), 12 - ლ. ლოპესი (ლიონი)
შემდეგი ტური:
19.03 - ოსერი-სოშო, ბრესტი-ლილი, ლორიანი-სენტ ეტიენი, მონპელიე-ლანსი, ტულუზი-ნიცა, ვალანსიენი-ბორდო.
20.03 - ლიონი-რენი, კაენი-არლი, მონაკო-ნანსი, მარსელი-პსჟ.