ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თავისი გუნდის შანსებზე საუბრისას დეშამმა აღნიშნა, რომ მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. შეგახსენებთ, "მარსელი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ლილს" 4 ქულით ჩამორჩება.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა "ლილი" კვლავინდებურად ფავორიტად რჩება. მიმაჩნია, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა ჩემპიონატი მოიგოს. მაგრამ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. "ლილის" დაწევის შანსი გვაქვს", - თქვა დიდიე დეშამმა.
.