ლიგა 1-ის XXIX ტურმა ბევრი რამ გაარკვიაო, რომ ვთქვათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო გამოკვეთა ჩემპიონობის ფავორიტები და სულ უფრო ნაკლები იმედი დაუტოვა აუტსაიდერებს. ქვემოთ ვეცდებით, ამ ტურში მომხდარ საინტერესო ფაქტებზე მოგითხროთ. მთავარი ის არის, რომ “ლილ მეტროპოლის” მკვიდრები ბედნიერები არიან და ტურიდან ტურამდე ამის საფუძველი მათ უფრო უმტკიცდებათ - რუდი გარსიას გუნდი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს დგას.
ტურის მატჩი
ტურს ჩემპიონობის მაძიებელი გუნდების დუელი არ ჰქონია. შესაბამისად, ამ რუბრიკისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი დაპირისპირება შევარჩიეთ. მეტოქეებს წაგების უფლება უკვე აღარ ჰქონდათ,
ტურის გმირი
ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ულაპარაკოდ სტივ მანდანდაა. მან რამდენიმე რთული ბურთი აიღო. არა, არ ვამტკიცებთ, რომ მატჩი მარტომ მოიგო, მაგრამ გამარჯვებაში რომ სოლიდური წილი დაიდო, ვინც შეხვედრას უყურა, ყველა დაგვეთანხმება. “ლანსის” წინა ხაზმა სტუმართა დაცვას რამდენჯერმე სერიოზული შეცდომა დააშვებინა და რომ არა მანდანდა, “ლილის” ბანაკში შვიდქულიანი სხვაობით ახლა უფრო ბედნიერები იქნებოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ “ლიონმა” ქულები დაკარგა, შეიძლება იმის თქმაც, რომ სტივმა საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაში დაუბევა.
აქვე წარმოგიდგენთ სიმბოლურ ნაკრებს:
მანდანდა (მარსელი) – კანა-ბიუიკი (რენი), სახო (პსჟ), მანგა (ლორიანი), იანგამბივა (მონპელიე) – მუკანჯო (მონაკო), მბია (მარსელი), მვუემბა (ლორიანი), ბალმონი (ლილი) - სოვი (ლილი), ჟერვინიო (ლილი)
ტურის უცნაურობა
თუკი მატჩების შედეგებს თვალს გადაავლებთ, აღმოაჩენთ, რომ სამი მათგანი 0:0 დასრულდა. სტერეოტიპების ტყვეობაში ნუ მოექცევით და ნუ იფიქრებთ, რომ XXIX ტურმა სამი უსახური მატჩი გვაჩუქა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ პსჟ-“ლორიანის” შერკინება, სადაც გოლი არ გასულა, მაგრამ მატჩი 90 წუთის განმავლობაში ე.წ. შემხვედრ რელსებზე მიდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბრწყინვალე სანახაობა იყო.
ტურის გოლი
“სოშოს” ნიგერიელმა ლეგიონერმა ბრაუნ იდეიემ წინა შეხვედრაშიც მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მან ახლაც გამოიჩინა თავი და თანაც ზედსართავ სახელ მნიშვნელოვანს ლამაზიც თან დაურთო. “ბრესტის” მცველები წამიერად მოდუნდნენ და რიკოშეტით იდეიესთან გაჩენილი ბურთი ნახევარბრუნში მაკრატელა დარტყმით გაიტანა. შეიძლება ვთქვათ, რომ მას ეს გამოუვიდა, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით, “სოშომ” მოიგო და თანაც ეფექტური გოლის წყალობით.
ტურის უიღბლობა
ვერ გეტყვით, სწორია თუ არა ფორმულირება... მაგრამ ის, რასაც “სენტ ეტიენის” დაცვა აკეთებს, სხვა ვერაფერი დავარქვით. აბსტრაქტულად ამას სასწაული ჰქვია. ვალანსიენელმა გრეგორი პუჟოლმა ბურთი ბრძოლოს გარეშე მიიღო მარჯვენა ფლანგზე, დაიძრა მეტიქის კარისკენ, შეიწია ცენტრში და დააქუხა. მთელ ამ პროცესში მას წინა არავინ აღდგომია. იქნებ “სენტ ეტიენის” თავკაც კრისტოფ გალტიეს ჰქონდეს პასუხი შეკითხვაზე, რა იყო ეს? ამას უბრალოდ უყურადღებობა არ ჰქვია. ეს სტანდარტულ შეცდომაზე რაღაცით მეტია.
და კიდევ, ვერავინ გაიგო, რა სჭირდა ერთი მხრივ პაპე დიაკატეს, ვინც წარმოუდგენელ სიტუაციებში მიიღო ორი ყვითელი ბარათი და შესაბამისად მსაჯს წითელიც არ დაუშურებია მისთვის. მეორე მხრივ, რა დაემართა დიაკატეს გარეშე დარჩენილ “ლიონს”, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ სამი ქულა კი არ დაკარგა, დიდი ეჭვია, რომ ჩემპიონობაზე ოცნებასაც უნდა გამოეთხოვოს.
ტურის სერია
“არლის” მოუგებელი სერია უკვე 17 მატჩია გრძელდება და ყველამ იცის, რომ ეს არ არის ზღვარი... არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ლიგა 1-ის ისტორიას ასეთი სუსტი მონაწილე ალბათ არც ჰყოლია. მათი დაქვეითების საკითხი პრაქტიკულად ჯერ კიდევ პირველი წრის შემდეგ იყო გადაწყვეტილი. კიდევ ერთ აუტსაიდერ “მონაკოსთან” მატჩი მასპინძლებმა თითქმის 10 კაცით დაიწყეს – მე-2 წუთზე არბიტრმა ჩუ-იუნ პარკის წინააღმდეგ “უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის” წითელი ბარათით დასაჯა გრეგორი ლორენცი და ამის შემდეგ ეს გუნდი წასაგებად უკვე განწირული იყო.