ტალანტი გზაგასაყართან

AutoSharing Option

ბოლო წლების საფრანგეთში ნამდვილი ტალანტები სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან და შეუ¬ძ¬ლ¬ე¬ბელია, ქვეყანაში ეს არ აწუხებდეთ. ფაქტი სახეზეა, რომ 21-წლამდელთა ამჟამინდელი ნა¬კ¬რ¬ების წევრები უცხოეთის სერიოზულ კლუბებში არათუ არ თამაშობენ, უკვე იშვიათადღა თუ ირ¬ი¬¬ცხებიან, მაგალითად შეიძლება ჩელსელი (“ფულჰემშია” განათხოვრებული) გაელ კაკუტა მო¬ვი¬ყ¬ვანოთ. ზოგადად ახალგაზრდა და ნიჭიერი ფრანგებიდან სამირ ნასრის, მამადუ სახოს, იან მვ¬ი¬ლას, კარიმ ბენზემასა და კევინ გამეიროს გახსენება შეიძლება. ჩვენი დღევანდელი სტუმარი სწორედ ეს უკანასკნელია.

“ლორიანის” 23 წლის თავდამსხმელზე ევროპულ გრანდებში სერიოზული მოთხოვნაა. მისით უკ¬ვე დაინტერესდნენ ისეთი დიდი გუნდები “ვალენსია”, “სევილია”,
“არსენალი” და “ჩელსი” რომ არ¬ი¬ან. გეტყვით, რომ ეს ჩამონათვალი ამომწურავი სულაც არ არის. სატრანსფერო ფანჯ¬რ¬ის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, შესაბამისად, ფეხბურთელს თავის მომავალზე დასა¬ფი¬ქ¬რ¬ე¬ბლად შანსი კიდევ აქვს. ფრანგი ჟურნალისტები უკვე მსჯელობენ, ვის ჩაუვარდება ხელში მა¬თი უნიჭიერესი თანამემამულე. ამასთან უკვე აღარავინ განიხილავს თავდამსხმელის “ლორ¬ია¬ნ¬ში” დარჩენის ვარიანტს. კევინის კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში გასდის, შესაბამისად, ფრა¬ნ¬გულ კოლექტივს მისი სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი ამ ზაფხულზე მიეცემა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ დასახელებულ გუნდებს შორის ფრანგულ ბაზარზე მუ¬შაობის ყველაზე დიდი გამოცდილება “ვალენსიას” აქვს. “ღამურებმა” ბოლო წლებში ლიგა1-დან რა¬მდენიმე ფეხბურთელი გადაიბირეს. მათ შორის უკვე დაიბევეს “ლილის” 25 წლის ცენ¬ტრ¬ა¬ლ¬უ¬რი მცველი ადილ რამი.

ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ჭორები გასულ წელსაც აგორდა, მაგრამ “ლორიანის” პრეზიდენტმა ალენ ლე როშმა კლუბის მთავარ მიზნად (არ ვაჭარბებთ) ფეხბურთელის შენარჩუნება გამოაცხადა და შესაბამისად, ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ამ ზაფხულს კი ლე როშს “ეს ნომერი აღარ გაუვა”. მოდი, გავარკვიოთ, ვინ არის და რას წარმოადგენს კევინ გამეირო, ფეხბურთელი, რომლის გარშემოც ამდენი ხმაურია ატეხილი.

გამეირო 1987 წლის 9 მაისს პატარა, მაგრამ დიდი ისტორიით სახელმოხვეჭილ ქალაქ სანლიში დაიბადა. სანლი პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 51 კმ-ში მდებარეობს. თუკი გაინტერესებთ, რითია გამორჩეული კევინის მშობლიური ქალაქი, შეგიძლიათ ინტერნეტში ცნობები მოიპოვოთ. გპირდებით, ბევრ საინტერესო ფაქტს გადააწყდებით. ჩვენ კი ფეხბურთს დავუბრუნდეთ... გამეირო, ისევე როგორც ძალიან ბევრი “სამფეროვანთა” ბანაკში, შერეული სისხლისაა. მისი წინაპრები პორტუგალიიდან გადავიდნენ საფრანგეთში საცხოვრებლად და სწორედ ამიტომ იყო, რომ კარლუშ კეირუშს მისი პორტუგალიელთა გუნდში ხმობა სურდა. მით უფრო, ფრანგების დამრიგებელი რაიმონ დომენეკი მას ყურადღებას არ აქცევდა. გამეირომ კეირუშს უარი სტკიცა. სიტუაცია მხოლოდ ლორან ბლანის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. მან ლორიანელის გარდა გუნდში უამრავი ახალგაზრდას უხმო. მართალია თავდამსხმელი უკვე 23 წლისაა და მის ანგარიშზე სულ 3 სანაკრებო თამაშია, მაგრამ ყველას ესმის, რომ კევინის შეძენა სამომავლოდ გაკეთებულ მშვენიერ ინვესტიციას ნიშნავს.
მომავალი ვარსკვლავისთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო ცნობილი, თუ რა პროფესიას აირჩევდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ 6 წლიდან საფეხბურთო სკოლაში სიარული მეზობელ ქალაქში დაიწყო. 16 წლამდე ის მოკრძალებული სკოლების გუნდებში ასპარეზობდა, 2004 წელს კი “სტრასბურის” სკაუტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ამ კლუბში დაიწყო გამეიროს პროფესიული კარიერა. 2005-06 წლების სეზონში ის ძირითად გუნდში გადაიყვანეს. მართალია, სათამაშო პრაქტიკით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ლიგა1-ის მატჩში ერთხელ, უეფას თასზე ორჯერ და თასის გათამაშებაში ასევე ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ვინ იცის, რომ არა უმძიმესი ტრავმა (ჯვარედინი იოგების გაწყვეტა) მისი კარიერა უფრო სწრაფად განვითარებულიყო. კევინმა სრული 6 თვე გაატარა მინდორს მიღმა. ფიზიკურ ტანჯვას ისიც დაერთო, რომ “სტრასბურმა” რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას ვერ გაუძლო და ლიგა 2-ში დაქვეითდა. გამოჯანმრთელებული გამეირო ქვედა ლიგაში იმდენად კონცენტრირებული უკვე აღარ იყო. გუნდი წარმატებით თამაშობდა, ჩვენი გმირის შედეგიანობა კი უკეთესის სურვილს ტოვებდა - 3 გოლი 16 მატჩში. თავისი დიდი პოტენციალი თავდამსხმელმა იმავე ზაფხულზე ჩატარებულ სანაკრებო ტურნირზე დაადასტურა, სადაც 4 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. 2007-08 წლების სეზონში “სტრასბურმა” ელიტის საგზური მოიპოვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ “ტყუილად”... გუნდმა იმავე წელს დატოვა უმაღლესი ლიგა და დღემდე არ დაბრუნებია იქაურობას. გამეირომ აღარ ისურვა ქვედა ლიგაში ასპარეზობა და კლუბი დატოვა. თავის რიგებში მისი ხილვა თავად მარსელის “ოლიმპიკს” სურდა, თუმცა მან “ლორიანის” ვარიანტს უპირატესობა იმიტომ მიანიჭა, რომ იქ სტაბილურად ასპარეზობისა და შესაბამისად, ზრდის მეტი შანსი მიეცემოდა. “სტრასბურმა” თავისი ვარსკვლავი სულ რაღაც 3 მილიონ ევროდ გაასხვისა. აშკარაა, ფეხბურთელს გუმანმა არ უღალატა. “ლორიანში” მას შესანიშნავი პირობები შეუქმნეს პროფესიული ზრდისთვის. რაც მთავარია, მას მწვრთნელშიც გაუმართლა, მისი დამრიგებელი კრისტიან გურკუფი იყო. ამ “სამმილიონიანმა” თავდამსხმელმა კი ახალი კლუბის მაისურით პირველსავე სეზონში 11 გოლის გარდა 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. კიდევ უფრო ძლიერად ჩაატარა ფეხბურთელმა შარშანდელი სეზონი. მის ანგარიშზე 17 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ახალგაზრდა ფორვარდმა ლიგა1-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მხოლოდ მამადუ ნიანგს დაუთმო. მიმდინარე სეზონში ის არანაკლები ტემპით “ბეჭდავს და ბეჭდავს” გოლებს, 16 გოლის გარდა 3 პასი გააკეთა. საუკეთესო ბომბარდირობას ის ალბათ ვერც წელს შესწვდება. მას 4 ბურთით “ლილის” ლიდერი მუსა სოვი უსწრებს.

რა მოხდება ამ ზაფხულს, ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ ივარგებს. კევინი საკუთარ სამომავლო გეგმებზე არ ლაპარაკობს, აცხადებს რა, რომ
ჯერჯერობით “ლორიანის” გარდა სხვა საფიქრალი არ აქვს. მას მინდორზე სხვებისგან განსაკუთრებული ინტელექტი გამოარჩევს და იმედია, ეს ინტელექტი მას კარიერის წინსვლისთვისაც წაადგება. ის ხომ გზასაყარზე დგას. რომელი მიმართულება აღმოჩნდება მისთვის გამართლებული, იმედია, ამას უახლოეს წლებში ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული