გამოცემის ინფორმაციით, 2010 წლის ბოლოს ბლანმა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მოილაპარაკეს, რომ აფრიკული და არაბული წარმოშობის ფეხბურთელები ფრანგულ საფეხბურთო სკოლებში დაკავებული ახალაგაზრდების 30 პროცენტზე მეტს არ უნდა შეადგენდნენ.
როგორც Mediapart აღნიშნავს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედრაციაში მიიჩნიეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან ცოტა თეთრკანიანი მოთამაშეა და გადაწყვიტეს, ეს სიტუაცია გამოესწორებინათ.
საფრანგეთის ნაკრების პრესმდივანმა ფილიპ ტურნონმა განაცხადა, რომ ბლანი Mediapart-ის ინფორმაციას უარყოფს.
ამასთან პრესმდივანმა გაანცხადა, რომ ბლანს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელების მდგომარეობა აწუხებს. ისინი რამდენიმე წელიწადს ფრანგულ საწვრთნელო ცენტრებში ვარჯიშობენ, შემდეგ კი სხვა ქვეყნების ნაკრებებში გამოდიან.
საფრანგეთის სპორტის მინისტრმა სანტალ ჟუანომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას სიტუაციას გარკვევისკენ მოუწოდა. ჟუანოს თქმით, ჩინოვნიკებმა ბრალდებაზე რეაგირება სწრაფად უნდა მოახდინონ.