“მარსელმა” შეიძლება ამით ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას დაუსვას მსუყე წერტილი, “ლიონმა” კი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის პერსპექტივა დააყენოს ეჭვის ქვეშ. შარშან ამ გუნდების დაპირისპირება სწორედ ამ არენაზე დამთავრდა 5:5. ეჭვი გვაქვს, რომ ამჯერად ასეთი რამე არ განმეორდება, რადგან გუნდებს უკანმოუხედავი
მუსიე ოლა ძალიან გააღიზიანა აღნიშნულმა ჭორმა და საგანგებო განცხადებით უარყო მსგავსი პერსპექტივა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, მოიპოვებს თუ არა მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს, პიუელი თანამდებობაზე დარჩება. ამ დროს მსგავსი პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, რადგან პსჟ ბრწყინვალე ფორმაშია და მათ შორის განსხვავება ახლა ქულებს კი არა უბრალოდ ბურთების სხვაობაშია. პრეზიდენტის შემდეგ მასმედია ფეხბურთელებს მიადგა კომენტარისთვის.
“ლიონს” ახლა ერთადერთი ნამდვილი პრობლემა აქვს გადასაჭრელი – კვირას ფორმაში უნდა ვიყოთ. “მარსელთან” სამი ქულა უნდა ავიღოთ, რათა ეპიკური სეზონის კარგ განწყობაზე დასრულების საშუალება მოგვეცეს. ის, რომ ჩვენ საშინაო მატჩებში კარგ შედეგებს ვუჩვენებთ, ფაქტია. ამიტომაც გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. “სტად დე ჟერლანზე” ბოლოს “სენტ ეტიენთან” დავთმეთ შეხვედრა და ისიც სექტემბერში. მას შემდეგ კი 9 მოგება და 4 ფრე გვაქვს. თუკი წავაგებთ, მათემატიკურის გარდა რეალური შანსი ისევ გვექნება ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ უპირველესად ფსიქოლოგიურად გავიჭირდება ამის მიღწევა, – განაცხადა ლისანდრო ლოპესმა. – სწორედ ამიტომ თამაშამდე მხოლოდ დადებით რამეზე უნდა ვიფიქროთ და წამითაც არ დავუშვათ წაგებაზე ფიქრი”.
კარგია, როცა ფეხბურთელი “წამითაც კი არ უშვებს წაგებაზე ფიქრს”, მაგრამ “მარსელი” რომ საჩუქარი არ არის, ყველამ იცის. თუკი “ლიონი” შინ ძლიერად თამაშობს, ზღვისპირელები ლიგა 1-ში ყველაზე მრისხანე სტუმრები არიან. მათ გასვლაზე ჩატარებულ 16 მატჩში 29 ქულა აქვთ აღებული. თანაც ბოლო რვა დაპირისპირება წაუგებლად აქვთ მოლეული, რომელთაგან 5-ში გაიმარჯვეს.
აი, რა განუცხადა ერთ-ერთ ფრანგულ სპორტულ ვებგვერდს “ოლიმპიკის” ნახევარმცველმა ედუარდ სისემ: “ლიონში მოგებისა და თავის გამოჩენის ისეთივე სურვილით წავალთ, როგორც ამას სხვა შეხვედრებში ვაკეთებთ. იმისთვის, რომ ცხრილში იმ ადგილზე ვყოფილიყავით, სადაც ვართ, უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მივაღწიეთ, რომ ჩვენსა და “ლილს” შორის სხვაობა ერთი ქულაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ახლა ბევრად უკეთეს პოზიციაში ვიმყოფებით, რადგან გადამწყვეტ შეხვედრებში გარჯის მეტი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამ ფაქტორმა უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი ჩემპიონის ვინაობის გამოსავლენად”.
“მარსელს” სტეფან მბია, ჩარლზ კაბორე და სესარ ასპილიკუეტა არ ეყოლება, სამაგიეროდ დიდიე დეშამის გუნდს დაუბრუნდებიან ლუჩო გონსალესი, ბენუა შეირუ და ლორიკ რემი. “ლიონი” ნამდვილად ვერ დაიხმარს ალი სისოკოს, მიშელ ბასტოსსა და კრისს. ედერსონის, ჯიმი ბრიანისა და ჟერემი ტულალანის ასპარეზობა კი ეჭვის ქვეშ დგას.
შაბათს ლოტარინგიაში საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. თუკი “ლილმა” “ნანსისთან” სტუმრად მოახერხა სამი ქულის აღება, “სტად დე ჟერლანზე” გასამართი შეხვედრა განსაკუთრებულ ფასს შეიძენს მოქმედი ჩემპიონებისთვის. შესაბამისად, შაბათ საღამოს მათი ყურადღება სწორედ “მარსელ პიკოსკენ” იქნება მიპყრობილი. მასპინძლებს ერთადერთი ამოცანა აქვთ – რადაც უნდა დაუჯდეთ, ლიგაში ადგილი უნდა შეინარჩუნონ. “ლილის” მიზნების შესახებ ლაპარაკი კი ზედმეტად გვეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში “ძაღლებს” საუკეთესო ბომბარდირი მუსა სოვი აკლდათ, მათ “არლისგან” ქვა ქვაზე არ დატოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გუნდი შესანიშნავ ფორმაშია.
“ბედნიერები ვართ რომ ისევ დავბრუნდით ცხრილის სათავეში, ჩვენ ხომ იქ დეკემბრიდან მოყოლებული ვიყავით”, - განაცხადა რუდი გარსიამ. მიუხედავად ყველაფრისა, “ნანსის” შეუძლია თავის შანსს ჩაებღაუჭოს და სტუმარს ცხოვრება გაურთულოს. “ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრ საგოლე მომენტს ვაფუჭებდით და ეს მაშფოთებდა და ბრმა უნდა ვყოფილიყავი, რომ ამას არ შევეწუხებინე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელების უმრავლესობამ ახლა მაინც გაისიგრძეგანა ხიფათის რეალურობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე ჩვენ 5 მატჩი დაგვრჩა და ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუკი ლიგაში ადგილის შენარჩუნება გვინდა, ამიერიდან ბევრად მეტი მუშაობა გვმართებს,” – განაცხადა მასპინძლების ურუგვაელმა მთავარმა მწვრთნელმა პაბლო კორეამ, სპეციალისტმა, ვინც სეზონის დასრულების შემდეგ “ნანსიდან” თავისი ნებით მიდის.
“მონაკო” შინ “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს და ლიგაში დასარჩენად შეუძლია დიდი ნაბიჯი გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში მყოფ “ნანსის” სულ რაღაც ერთი ქულით უსწრებს. სტუმრებს კი ჩემპიონთა ლიგის საგზური აქვთ მოსაპოვებელი და ის, რომ მეოთხეზე არიან, წეღანაც მოგახსენეთ, რომ მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების ბრალია. რომ არა მარტის სერიოზული ჩავარდნა, ანტუან კომბუარეს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეეძლო. ბოლო დროს დედაქალაქელები კარგ ფორმაში არიან და მოგებათა სერიის წყალობით ისევ დაუბრუნდნენ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას.
დღეს:
არლი-სენტ ეტიენი 21:00
ოსერი-მონპელიე 21:00
ბორდო-სოშო 21:00
ბრესტი-ნიცა 21:00
კაენი-ლანსი 21:00
ლორიანი-ტულუზი 21:00
მონაკო-პსჟ 21:00
ნანსი-ლილი 23:00
ხვალ:
ვალანსიენი-რენი 19:00
ლიონი-მარსელი 23:00
1. ლილი 33 17 12 4 59-31 63
2. მარსელი 33 17 11 5 51-30 62
3. ლიონი 33 15 11 7 55-33 56
4. პსჟ 33 15 11 7 50-34 56
5. რენი 33 14 10 9 33-36 52
6. ლორიანი 33 12 11 10 42-39 47
7. სოშო 33 13 7 13 48-40 46
8. ბორდო 33 10 15 8 40-35 45
9. სენტ ეტიენი 33 11 12 10 41-50 45
10. მონპელიე 33 11 11 11 29-36 44
11. ტულუზი 33 12 6 15 34-35 42
12. ბრესტი 33 10 11 12 34-37 41
13. ვალანსიენი 33 8 15 10 38-37 39
14. მონაკო 33 8 15 10 33-33 39
15. ოსერი 33 7 18 8 37-38 39
16. კაენი 33 10 9 14 40-47 39
17. ნიცა 33 9 12 12 27-41 39
18. ნანსი 33 10 8 15 32-45 38
19. ლანსი 33 6 12 15 32-51 30
20. არლი 33 1 11 21 16-63 14