ლიონში შესანიშნავი სანახაობა გაიმართა. გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა და ამიტომაც იყო, მთელი მატჩი ორმხრივი შეტევებით რომ წარიმართა. როცა 69-ე წუთზე სესარ დელგადომ ორი მეურვე ჩამოიცილა და ეფექტური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ “მარსელს”
ლიონელებს, ბუნებრივია, “ლილის” ბედ-იღბალი დიდად არ ანაღვლებდათ, მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ სამეულში მოხვედრაა და მიზნამდე ახლოს არიან - “პარი სენ ჟერმენის” დანაკარგით კლოდ პიუელის გუნდმა ჩინებულად ისარგებლა და მეოთხეადგილოსანი დედაქალაქელები ორი ქულით ჩამოიტოვა.
“ლილის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა ხანმოკლე კრიზისი წარმატებით დაძლია და ცოტა ხნის წინ “მარსელისგან” წართმეული ლიდერობა დაიბრუნა. თანაც, საფრანგეთის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერებმა ეს ტრავმირებული მთავარი ფორვარდის, ლიგა 1-ის ბომბარდირთა ლიდერის, მუსა სოვის გარეშე შეძლეს.
“ნანსისთან” საგარეო გამარჯვების მოპოვება რუდი გარსიას გუნდისთვის სულაც არ ყოფილა იოლი. უძლიერესთა შორის დასარჩენად გააფრთებით მებრძოლმა მასპინძლებმა სტუმრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, “ლილს” ნამდვილად არ ჩაუტარებია სეზონის საუკეთესო შეხვედრა, მაგრამ ლიდერებმა პრაგმატული თამაშით მაინც შეძლეს ჰაერივით საჭირო გოლის გატანა და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება.
“ჩვენი საქმე კარგად შევასრულეთ, ახლა კი გვაქვს იმის უფლება, რომ შეძლებისდაგვარად მშვიდად ვადევნოთYთვალი “ლიონი”-“მარსელს” და მდევრის დამარცხება ვისურვოთ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია და ამ აზრზე ვიყავი იმ პერიოდშიც, როცა “მარსელმა” გადაგვისწრო. “ლილი” ჩემპიონობის ღირსია და მიზანს აუცილებლად მიაღწევს”, - თქვა გარსიამ, რომელიც გუშინ საღამოს საკუთარ სიტყვებში კიდევ უფრო დარწმუნდებოდა.
“ბორდომ” პირწმინდად ჩაგდებული სეზონი “სოშოსთან” შინ განადგურებით “დააგვირგვინა” და მოსახდენიც მოხდა - ჟან ტიგანა “ბორდოში” აღარ მუშაობს. ოფიციალური ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
ამასთან დაკავშირებით ტიგანამ მცირე კომენტარიც გააკეთა: “დიდი კატასტროფა შეგვემთხვა. “სოშოსთან” ასეთ მარცხს ვერც მე წარმოვიდგენდი და ალბათ, ვერც “ბორდოს” გულშემატკივრები. სულით და გულით ვეცადე, გუნდი კრიზისიდან გამომეყვანა, მაგრამ ეს ვერ შევძელი და საკუთარ თავს დარჩენის უფლებას ვეღარ მივცემ. არც იმას დავმალავ, რომ ბოლოდროინდელმა უსიამოვნებებმა უარყოფითი ემოციები მხოლოდ მე კი არა, მთელ ჩემს ოჯახს მოუტანა. ჩემი ქალიშვილი გულშემატკივართა სიტყვიერი აგრესიის მსხვერპლია”.
ალბათ გახსოვთ, რომ ტიგანას “ბორდოდან” წასვლა ზამთარშიც სურდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის დაჟინებული თხოვნით ჩანაფიქრზე ხელი აიღო.
თავიდანვე განწირულ “არლს” ქვედა ლიგისკენ “ლანსიც” მიჰყვება, რომელსაც სასწაულიც ვეღარ უშველის, მესამე უიღბლო კი ალბათ, ფინიშამდე ვერ გამოვლინდება.
არლი-სენტ ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 ა. ალონსო (34. პენ)
გაძევება: ბალდე (34, არლი)
ოსერი-მონპელიე 1:0
გოლი: 1:0 კონტუ (79)
ბორდო-სოშო 0:4
გოლები: 0:1 იდეიე (9), 0:2 პერკისი (11), 0:3 ბუდებუზი (22), 0:4 იდეიე (30)
ბრესტი-ნიცა 0:0
კაენი-ლანსი 1:1
გოლები: 1:0 ნიანგი (2), 1:1 ვარანი (37)
ლორიანი-ტულუზი 0:0
მონაკო-პსჟ 1:1
პსჟ: კუპე, სეარა (81. კებანო), ტიენე, კამარა, არმანი, მაკელელე, შანტომი, ნენე, ჟალე, ჟიული (69. ბოდმერი), მევლუთი
გოლები: 1:0 ა. სილვა (25), 1:1 მევლუთი (51)
ნანსი-ლილი 0:1
ლილი: ლანდრო, დებუში, ემერსონი, რამი, როზენალი, გუეიე (84. შეჯუ), მავუბა, ბალმონი (75. დუმონი), ჟერვინიო, ტულიო, ჰაზარდი (90. სუარე)
გოლი: 0:1 ჰაზარდი (45)
ვალანსიენი-რენი 2:0
გოლები: 1:0 კადირი (18), 2:0 დანიჩი (53)
ლიონი-მარსელი 3:2
ლიონი: ლორისი, რევეიერი, კრისი, ლოვრენი, კოლოძიეჟაკი, კალსტრიომი, გონალონი, დელგადო (90. კლემანი), პიანიჩი, ლ. ლოპესი (76. პიდი), გომისი (64. ბრიანი).
მარსელი: მანდანდა, ფანი, ტაივო, დიავარა, ჰაინცე, ბენ. შეირუ (87. აბრიელი), ე. სისე, რემი, ა. აევუ (64. ჟინიაკი), ვალბუენა (65. ჯ. აევუ), ლ. გონსალესი.
გოლები: 1:0 ლ. ლოპესი (25. პენ), 2:0 დელგადო (69), 2:1 ლ. გონსალესი (70), 2:2 რემი (78), 3:2 კრისი (84)
1. ლილი 34 18 12 4 60-31 66
2. მარსელი 34 17 11 6 53-33 62
3. ლიონი 34 16 11 7 58-35 59
4. პსჟ 34 15 12 7 51-35 57
5. რენი 34 14 10 10 33-28 52
6. სოშო 34 14 7 13 52-40 49
7. ლორიანი 34 12 12 10 42-39 48
8. სენტ ეტიენი 34 12 12 10 42-40 48
9. ბორდო 34 10 15 9 40-39 45
10. მონპელიე 34 11 11 12 29-37 44
11. ტულუზი 34 12 7 15 34-35 43
12. ვალანსიენი 34 9 15 10 40-37 42
13. ოსერი 34 8 18 8 38-38 42
14. ბრესტი 34 10 12 12 34-37 42
15. მონაკო 34 8 16 10 34-34 40
16. კაენი 34 10 10 14 41-48 40
17. ნიცა 34 9 13 12 27-41 40
18. ნანსი 34 10 8 16 32-46 38
19. ლანსი 34 6 13 15 33-52 31
20. არლი 34 1 11 22 16-64 14
შემდეგი ტური
10.05: პსჟ-ნანსი, სენტ ეტიენი-ლილი;
11.05: ოსერი-ლიონი, ლანსი-ბორდო, მონპელიე-ლორიანი, ნიცა-არლი, რენი-კაენი, სოშო-მონაკო, ტულუზი-ვალანსიენი, მარსელი-ბრესტი.
ბომბარდირები
21 - სოვი (ლილი), 20 - გამეირო (ლორიანი), 17 - ელ არაბი (კაენი), 16 - ლ. ლოპესი (ლიონი), 15 - გ. პუიოლი (ვალანსიენი).