ამის შესახებ საფრანგეთის სპორტის მინისტრმა შანტალ ჟუანომ განაცხადა. ჟუანოს თქმით, ბლანს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონი არ დაურღვევია.
ბლანს რასიზმში ბრალი ფრანგული მედიის საშუალებებმა აპრილის ბოლოს დადეს. ინტერნეტგამოცემა Mediapart-მა დაწერა, რომ ბლანი და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს დისკრიმაციული შეზღუდვა დაეწესებინათ, რომლის თანახმადაც, მთელი ქვეყნის საფეხბურთო სკოლებში აფრიკული და არაბული წარმოშობის ფეხბურთელთა რიცხვი, იქ დაკავებული ახალგაზრდების საერთო რაოდენობის 30 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
1 მაისს