“ძაღლებმა” “ოქროს დუბლამდე” დიდი ნაბიჯი ოთხშაბათსაც გადადგეს, როცა შინ კერკეტი კაკალი “სოშო” 1:0 დაამარცხეს. “ყველაფერი უკვე კარგად გამოიყურება. მართალია, ჯერ მათემატიკურად “მარსელის” ჩემპიონობის შანსი კიდევ არსებობს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა
არადა, თუკი ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “პარკ დე პრენსი” საკმაოდ მოუხელთებელი არენაა “ძაღლებისთვის”. 32 სტუმრობიდან სამი ქულით ხელდამშვენებულნი ისინი სულ ხუთჯერ დაბრუნდნენ და ბოლოს ასეთი ბედნიერება 1996 წელს ხვდათ წილად. ეს ყველაფერი მით უფრო დასაფასებელია, რომ “ლილს” უკვე რა ხანია, ცუდ ფორმაში ჰყავს საუკეთესო ბომბარდირი მუსა სოვი. სენეგალელმა იმდენი მოახერხა, რომ მას “ლორიანის” მეგოლე კევინ გამეირო დაეწია, არადა, რამდენიმე ტურის წინ ფრანგი კონკურენტს 5 ბურთით ჩამორჩებოდა. გასაგებია, რომ აფრიკელს ტრავმა ჰქონდა და დრო გაუცდა, თუმცა ის თავის გამოჩენას გამოჯანმრთელების შემდეგაც ვერ ახერხებს. საუკეთესო თავდამსხმელის პასიურობა სტუმართა გუნდს არ ეტყობა, ამას ისიც მოწმობს, რომ აგერ ზედიზედ 4 თამაში მოიგო. “ლილი” ლიგა 1-ში ყველაზე ძლიერია გასვლაზე აღებული ქულებით, პსჟ კი ერთ-ერთი საუკეთეოსოა შინ დაგროვილით.
მომავალი ჩემპიონების მიზნები გასაგებია. რაც შეეხება მასპინძელთა კოლექტივს: ანტუან კომბუარეს გუნდს უფლება არ აქვს, ეს დაპირისპირება არ მოიგოს... დავალება არცთუ იოლია, მაგრამ სასწორზე ჩემპიონთა ლიგაში გასვლის უფლება დევს. მათ ეს შანსი ერთხელ უკვე გაუშვეს ხელიდან, როცა გაჭირვებულ “ბორდოსთან” დამარცხდნენ. სწორედ ამას ჩიოდა კომბუარე, როცა აღნიშნა, “ბორდოს” რომ საკუთარი ძალების რწმენა აღედგინა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო. “რა თქმა უნდა გაბრაზებული ვართ, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. გასათვალისწინებელი იყო დაღლილობა, მაგრამ... ახლა მეორე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ,” - თქვა მან.
პსჟ-ს კაპიტანი და ლიდერი კლოდ მაკელელე არ ეყოლება. ვეტერანი ფრანგი გუნდს დარჩენილ მატჩებში დააკლდება. სავარაუდოა, რომ ის ფეხბურთიდან წასვლის განცხადებას სეზონის დასრულებისთანავე გააკეთებს.
“ლიონი” სეზონის ბოლოს საშინელ თამაშს აჩვენებს - ჯერ “ოსერთან” განადგურდა, შემდეგ მაჩანჩალა “ბრესტთან” დასჯერდა ფრეს. ამის გამო ისევე როგორც “მარსელმა” გაუშვა ხელიდან ჩემპიონობის შანსი, “ლიონმა” მე-2 ადგილის დაკავებისა და ლიგაში პირდაპირ მოხვედრის პატივი დათმო. თუმცა კლოდ პიუელის გუნდი მაინც უფრო ახლოს დგას ჩემპიონთა ლიგასთან, ვიდრე მისი უშუალო კონკურენტი პსჟ. ორქულიანი უპირატესობის გარდა მას ბურთების სხვაობაც უკეთესი აქვს. “ლიონი” ლიგის ზედიზდ 12 გათამაშების მონაწილეა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ამ ტურნირის ისტორიაში.
“პსჟ-ს “ბორდოში” დამარცხება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - თქვა საფრანგეთის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ჟერემი ტულალანმა. - ჩვენ შარშანაც ანალოგიურ დაძაბულ ვითარებაში დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგის საგზური. კარგია, რომ უკვე ამ ტურში შეგვიძლია სანუკვარი მიზნის მიღწევა და საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლის გარანტიის მიღება”.
პიუელის გუნდს თავდაჯერებას ის მატებს, რომ ძირითადში ბრუნდება საუკეთესო ბომბარდირი ლისანდრო ლოპესი. გახსოვთ, იყო ლაპარაკი, რომ არგენტინელისთვის სეზონი დასრულებული იყო, მაგრამ მოულოდნელად ის უკვე მწყობრშია. თუმცა ჯერ კიდევ ლაზარეთში არიან ბაფეტიმბი გომისი და იოან გურკუფი. არ იქნება ასევე სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებული ხორვატი დეიან ლოვრენი.
დღეს:
ოსერი-ბრესტი 23:00
ლანსი-არლი 23:00
ლიონი-კაენი 23:00
მარსელი-ვალანსიენი 23:00
მონპელიე-მონაკო 23:00
ნიცა-ლორიანი 23:00
პსჟ-ლილი 23:00
რენი-ნანსი 23:00
სოშო-სტ. ეტიენი 23:00
ტულუზი-ბორდო 23:00
თ მ ფ ბ ქ
1. ლილი 36 20 12 4 63:32 72
2. მარსელი 36 18 12 6 58:35 66
3. ლიონი 36 16 12 8 59:40 60
4. პსჟG 36 15 13 8 53:38 58
5. რენი 36 15 11 10 36:30 56
6. სოშო 36 15 7 14 55:41 52
7. ლორიანი 36 12 13 11 45:44 49
8. ბორდო 36 11 15 10 41:40 48
9. სტ ეტიენი 36 12 12 12 44:44 48
10. მონპელიე 36 12 11 13 32:40 47
11.Aოსერი 36 9 19 8 43:39 46
12. ვალანსიენი 36 9 17 10 41:38 44
13. ტულუზი 36 12 8 16 34:36 44
14. კაენი 36 11 11 14 44:49 44
15. ბრესტი 36 10 13 13 35:41 43
16. ნიცა 36 10 13 13 30:46 43
17. ნანსი 36 11 9 16 37:48 42
18. მონაკო 36 8 17 11 35:38 41
19. ლანსი 36 7 14 15 35:53 35
20. არლი 36 2 11 23 19:67 17