საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ დაასახელა ის ქალაქები და სტადიონები, რომლებიც ევრო 2016-ს უმასპინძლებენ. ძირითადი კანდიდატები ისედაც ცნობილი იყო. ასარჩევად დარჩენილი იყო სენტ ეტიენის “ჟოფრუა გიშარი” და ლანსის “ფელიქს ბოლარი”. ფედერაციამ უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა. ასე რომ, ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია მასპინძელი არენების სრულად ჩამოთვლა:
1. “სტად დე ფრანსი” (სენ დენი) - 80 000; 2. “პარკ დე პრენსი” (პარიზი) - 48 712; 3. “მეტროპოლი” (ლილი) - 17 754; 4. “აბე დეშამი” (ბორდო) - 24 993; 5. “სტად დე რუი” (ნიცა) -
18 696; 6. “ველოდრომი” (მარსელი) - 60 000; 7. “ფელიქს ბოლარი” (ლანსი) - 41 233; 8. “მარსელ პიკო” (ნანსი) - 20 087.
დასახელებულია ასევე სათადარიგო სტადიონების სახელებიც: 1. “მუნიციპალი” (ტულუზი) - 35 000; 2. “ჟოფრუა გიშარი” (სტ. ეტიენი) - 35 600.