გოლი: 0:1 ლ. ტურე (63)
ლანსი-არლი 0:1
გოლი: 0:1 კერმორგანი (44)
ლიონი-კაენი 0:0
ლიონი: ლორისი, რევეიერი, სისიხო, კრისი, დიაკატე, ტულალანი, კალსტრიომი, პიანიჩი (55. ბასტოსი), ედერსონი (67. პიდი), დელგადო (88. ლაკაზეტი), ლ. ლოპესი.
მარსელი-ვალანსიენი 2:2
მარსელი: მანდანდა, ფანი, მბია, დიავარა, ჰაინცე, ბენ. შეირუ, კაბორე, ა. აევუ, რემი (90. ასპილიკუეტა), ჯ. აევუ (65. ჟინიაკი), ვალბუენა (65. ლ. გონსალესი).
გოლები: 0:1 კადირი (33), 1:1 ა. აევუ (34), 2:1 რემი (37), 2:2 რ. გომისი (65)
მონპელიე-მონაკო 0:1
გოლი: 0:1 მუკანჯო (56)
ნიცა-ლორიანი 2:0
გოლები: 1:0
გაძევება: რომაო (83. ლორიანი)
პსჟ-ლილი 2:2
პსჟ: კუპე, ჟალე, ტიენე (46. არმანი), ზ. კამარა, მ. სახო, მაკელელე, ბოდმერი, ნენე, ჟიული (77. სეარა), ოარო, მევლუთი (87. ბაებეკი).
ლილი: ლანდრო, დებუში, ემერსონი, რამი, შეჯუ, მავუბა, ობრანიაკი (73. ფრო), კაბაიე, ჟერვინიო, აზარი (87. გუეიე), სოვი (68. ტულიო).
გოლები: 0:1 ობრანიაკი (5), 1:1 ოარო (45), 1:2 სოვი (60), 2:2 ბოდმერი (73)
გაძევება: ოარო (46)
რენი-ნანსი 0:2
გოლები: 0:1 ბ. ტრაორე (16), 0:2 ფერე (90)
სოშო-სენტ ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 იდეიე (5), 1:1 აუბამეიანგი (9), 2:1 იდეიე (72)
ტულუზი-ბორდო 2:0
გოლები: 1:0 სეტო (27), 2:0 კაპუე (54)
ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ შაბათს “ლილი”, რომელსაც ჩემპიონობაში ხელს ვეღარავინ უშლიდა, ტიტულს აუცილებლად გაიფორმებდა და ასეც მოხდა. რუდი გარსიას გუნდს ოქროს მედლებამდე ქულაღა აშორებდა და ეს ამოცანა წარმატებითაც გადაჭრა, თუმდა პარალალურად მიმდინარე შეხვედრაში “ლილის” მდევარმა “მარსელმა” ვერ მოიგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთპიროვნული ლიდერები ნემისმიერ შემთხვევაში გაჩემპიონდებოდნენ.
პარიზულ მატჩში “ლილის” წევრებს ნერვიულობა ოდნავადაც არ ეტყობოდათ. მათ სასურველ შედეგს ჩვეული ლაღი ფეხბურთით, ყოველგვარი ძალდატანებისა და ზედმეტი ენერგიის ხარჯვის გარეშე მიაღწიეს. “პარკ დე პრენსზე” მდევრის როლში სულ მასპინძლები იყვნენ. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად მებრძოლ პსჟ-ს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა, მაგრამ “ლილმა” ამჯერადაც ჩემპიონურად ითამაშა და სიტუაციის ბატონ-პატრონი იყო.
მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარმართულ პირველ ტაიმს მეორე ნახევრის დებიუტში მსაჯმა სიმულაციისთვის მოედნიდან პარიზელი ოარო გააძევა და “სენ ჟერმენის” მისიის შესრულების ალბათობა ერთიორად შემცირდა. საბოლოოდ, ლოგიკური ფრე და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მესამე ადგილის მოპოვების უპირობო ფავოროტად “ლიონი” იქცა. პსჟ-ს კი “ლილთან” ჭიდილში ზედიზედ მეორედ მოეცარა ხელი. შეგახსენებთ, პარიზელები ჩემპიონებთან რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის თასის ფინალში დამარცხდნენ.
“ლილი” კი დამსახურებულ ტიტულს ზეიმობს. გარსიას გუნდმა სეზონი თანაბრად ძლიერად ჩაატარა, გამოავლინა უმტკიცესი ხასიათი, დასძლია მცირე კრიზისი და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდი ლოგიკურადაც გამოვლინდა.
რუდი გარსია: “ეს ბრწყინვალე ისტორიაა. ჩემი ბიჭებით ყოველთვის ვამაყობდი, ახლა კი ჩემს სიამაყესა და ბედნიერებას საზღვარი არა აქვს. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ “ლილი” საფრანგეთის საუკეთესო კლუბია და აი, შრომა სათანადოდ დაგვიფასდა. გაივლის ათი, თხუთმეტი წელიწადი და კვლავაც ყველას ემახსოვრება გუნდი, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა”.
წყალწაღებული “არლის” მცირეოდენ წარმატებებსაც ყურადღებას ვუთმობდით ხოლმე და ეს ტრადიცია არც ახლა დავარღვიოთ. ხუმრობა საქმე ხომ არაა, მაჩანჩალებმა სეზონში მესამე მატჩი მოიგეს, აქედან ორი – ბოლო ორ ტურში. ყოველგვარი ირონიის გარეშე უნდა ვთქვათ, “არლს” პროგრესი აქვს, მაგრამ კაი დროსია...
ზემოთ “ლიონი” ვახსენეთ და კლოდ პიუელის გუნდს ახლავე შეეძლო, თავის ჩემპიონთა ლიგაში დაეგულებინა, მაგრამ დედაქალაქელებისა არ იყოს, ვერც თავად ივარგა და საკუთარ მოედანზე უსახურ “კაენს” ვერაფერი დააკლო. ელიტაში დასარჩენად მებრძოლი სტუმრებისთვის კი ეს ქულა სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო.
ორი გავარდნილის ვინაობა უკვე გარკვეულია, შაბათს მონაკოელებს რომ არ ევაჟკაცათ, ქვედა ლიგის გზას დაადგებოდნენ, მაგრამ უმძიმესი მატჩი სათავისოდ დაასრულეს და მომავალ შაბათს კიდევ ერთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გადატანა მოუწევთ. “მონაკო”-“ლიონი” ტურის მშვენება უნდა გამოდგეს. ორი ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირებაში ორივეს გამარჯვება სჭირდება და თავად განსაჯეთ, როგორი ბრძოლა გაჩაღდება “ლუი მეორეზე”.
რაც შეეხება ბოლო ტურის სხვა პრინციპულ შეხვედრებს, ისინი მრავლადაა: გადარჩენისთვის მებრძოლი “კაენი” უმოტივაციოდ დარჩენილ “მარსელს” დაუხვდება, “ლილი” მთავარ ზეიმს “რენთან” საშინაო მატჩისას მოიწყობს, “მონაკო”-“ლიონზე” უკვე ვთქვით, “კაენისა” და “მონაკოს” კონკურენტ “ნანსის” უკვე გავარდნილი “ლანსის” დამარცხება მართევს, “ვალანსიენი” და “ნიცა” უშუალო კონკურენტები არიან, პსჟ კი მიზერული საჩემპიონთალიგო შანსის გამოყენებისთვის სენტ ეტიენში იბრძოლებს. მოკლედ, ჩემპიონი უკვე გამოვლენილია, მაგრამ ბოლო ტურს ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი, გასარკვევი კიდევ ბევრი რამაა.
ბოლოს ორი სიტყვით ლიგა 2-ზეც. ელიტაში აღზევება უკვე დაიბევა “ევიანმა”, “დიჟონსაც” თავი თითქმის ქუდში აქვს, მესამე იღბლიანი კი ან “აიაჩო” იქნება, ანაც გიორგი მაკარიძის “ლე მანი”. უკეთესი შანსი “აიაჩოს” აქვს, რადგან ბოლო ტურის წინ “ლე მანს” ორი ქულით უსწრებს.
მომდევნო ტური
29.05: არლი-სოშო, ბორდო-მონპელიე, ბრესტი-ტულუზი, კაენი-მარსელი, ლილი-რენი, ლორიანი-ოსერი, მონაკო-ლიონი, ნანსი-ლანსი, სენტ ეტიენი-პსჟ, ვალანსიენი-ნიცა.K
1. ლილი 37 20 13 4 65-34 73
2. მარსელი 37 18 13 6 60-37 67
3. ლიონი 37 16 13 8 59-40 61
4. პსჟ 37 15 14 8 55-40 59
5. რენი 37 15 11 11 36-32 56
6. სოშო 37 16 7 14 57-42 55
7. ლორიანი 37 12 13 12 45-46 49
8. სენტ ეტიენი 37 12 12 13 45-46 48
9. ბორდო 37 11 15 11 41-42 48
10. ტულუზი 37 13 8 16 36-36 47
11. მონპელიე 37 12 11 14 32-41 47
12. ოსერი 37 9 19 9 43-40 46
13. ბრესტი 37 11 13 13 36-41 46
14. ნიცა 37 11 13 13 32-46 46
15. ვალანსიენი 37 9 18 10 43-40 45
16. კაენი 37 11 12 14 44-49 45
17. ნანსი 37 12 9 16 39-48 45
18. მონაკო 37 9 17 11 36-38 44
19. ლანსი 37 7 14 16 35-54 35
20. არლი 37 3 11 23 20-67 20
ბომბარდირები:
22 – სოვი (ლილი), 21 – გამეირო (ლორიანი), 17 – ელ არაბი (კაენი), 16 – ლ. ლოპესი (ლიონი).