ასეც ხდება: ფრანგული ელიტა მონაკოს გარეშე

AutoSharing Option
არლი-სოშო 1:3
გოლები: 0:1 ბუდებუზი (17. პენ.), 1:1 კაბელა (27), 1:2 ნოგეირა (50), 1:3 მაიგა (83)

ბორდო-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 დიაბეტე (15), 2:0 ვენდელი (37)
გაძევება: ჟენეშამი (73. მონპელიე), მარვო (86. მონპელიე)

ბრესტი-ტულუზი 0:2
გოლები: 0:1 პენტეკოტი (3), 0:2 პენტეკოტი (62)

კაენი-მარსელი 2:2
გოლები: 1:0 მოლო (7), 2:0 ნიანგი (45), 2:1 რემი (69), 2:2 რემი (88)

ლილი-რენი 3:2
გოლები: 0:1 შეჯუ (26. ს.კ.), 1:1 სოვი (35. პენ.), 2:1 სოვი (60), 3:1 სოვი (76), 3:2 მონტანო (82)

ლორიანი-ოსერი 1:2
გოლები: 1:0 გამეირო (20), 1:1 მანგა (25. ს.კ.),
1:2 ბირსა (49)

მონაკო-ლიონი 0:2
გოლები: 0:1 დიაკატე (68), 0:2 ლ. ლოპესი (83)

ნანსი-ლანსი 4:0
გოლები: 1:0 ბერენგერი (29), 2:0 ბ. ტრაორე (45), 3:0 ბერენგერი (49), 4:0 ვაირუა (90)

სენტ ეტიენი-პსჟ 1:1
გოლები: 1:0 გილავუგი (70), 1:1 ბოდმერი (90. პენ.)

ვალანსიენი-ნიცა 2:1
გოლები: 1:0 გ. პუიოლი (47), 2:0 გ. პუიოლი (69), 2:1 მულუნგი (87)

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პრინციპული მნიშვნელობა რამდენიმე მატჩს ჰქონდა, ყველაზე დიდ ინტერესს კი “ლუი მეორეზე” გამართული დაპირისპირება იწვევდა. “მონაკოს” ელიტაში დასარჩენად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ ისეთი მეტოქე ჰყავდა, იმთავითვე ნათელი იყო, რომ მონეგასკებს ამოცანის წარმატებით გადაჭრა ძალიან გაუჭირდებოდათ. მით უფრო, რომ “ლიონი” მონაკოში კონკრეტული მიზნით ჩავიდა - ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად მინიმუმ ფრე სჭირდებოდა.

თამაშის კვანძი მეორე ტაიმის შუაწელში გაიხსნა, თუმცა “მონაკო” ვერც მანამდე ბრწყინავდა. თამაშის სადავეები სტუმრებს ეპყრათ და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს. “მონაკოს” საშინაო არენა არც ასეთ საჭირბოროტო მომენტში შევსებულა, პუბლიკა და ფეხბურთელები კი ლიგა 1-დან გავარდნას განსაკუთრებული ემოციების გარეშე შეხვდნენ, თითქოს ბედს ბოლო ტურამდეც შეგუებულები იყვნენო.

ტური უხვგოლიანი გამოდგა, ორ გოლზე ნაკლები არსად გასულა. “ლილისა” და “რენის” დუელი განსაკუთრებით კარგი სანახაობა გამოვიდა. მატჩი, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩემპიონთა გამარჯვებით დასრულდა. რაც მთავარია, იმავე შეხვედრაში გაეცა პასუხი ჩემპიონატის კიდევ ერთ ინტრიგას - მუსა სოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და დამსახურებულად ირგუნა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირისი ტიტული.

“მონაკოს” მარცხმა გადასარჩენად მებრძოლი სხვა გუნდების შეხვედრათა შედეგები სულ ერთი გახადა, “ლიონის” წარმატებამ კი პსჟ ევროპის ლიგის საგზურს დააჯერა. პარიზელთა გარდა, ევროპის ლიგაზე “სოშო” და “რენი” იასპარეზებენ. “ლილი” და “მარსელი” პირდაპირ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ლიონს” კი საამისოდ ერთი ეტაპის გადალახვა დასჭირდება.

დასრულდა ლიგა 2-იც, საიდანაც ელიტაში “ევიანი”, “აიაჩო” და “დიჟონი” ავიდნენ. “დიჟონს” მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩა გიორგი მაკარიძის “ლე მანი”.

ბიქსენტ ლიზარაზუმ, რომელიც “ევიანის” თანამფლობელია, სეზონის მსვლელობისას პირობა დადო, თუ კლუბი ლიგა 1-ში გადავა, ქალაქის ქუჩებს შიშველი შემოვირბენო. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი პირობის შესრულებაზე თანახმაა...

1. ლილი 38 21 13 4 68-36 76
2. მარსელი 38 18 14 6 62-39 68
3. ლიონი 38 17 13 8 61-40 64
4. პსჟ 38 15 15 8 56-41 60
5. სოშო 38 17 7 14 60-43 58
6. რენი 38 15 11 12 38-35 56
7. ბორდო 38 12 15 11 43-42 51
8. ტულუზი 38 14 8 16 38-36 50
9. ოსერი 38 10 19 9 45-41 49
10. სტ. ეტიენი 38 12 13 13 46-47 49
11. ლორიანი 38 12 13 13 46-48 49
12. ვალანსიენი 38 10 18 10 45-41 48
13. ნანსი 38 13 9 16 43-48 48
14. მონპელიე 38 12 11 15 32-43 47
15. კაენი 38 11 13 14 46-51 46
16. ბრესტი 38 11 13 14 36-43 46
17. ნიცა 38 11 13 14 33-48 46
18. მონაკო 38 9 17 12 36-40 44
19. ლანსი 38 7 14 17 35-58 35
20. არლი 38 3 11 24 21-70 20

ბომბარდირები: 25 - სოვი (ლილი), 22 - გამეირო (ლორიანი), 17 - ელ არაბი (კაენი), ლისანდრო ლოპესი (ლიონი), გ. პუჟოლი (ვალანსიენი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული