მოგეხსენებათ, ლორან ბლანს ბრალი რასიზმში დასდეს, თუმცა მოგვიანებით მისი და ფედერაციის ტექნიკური დირექტორის ფრანსუა ბლაკარის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა. იმის დასამტკიცებლად, რომ ბლანის შიშები პრაქტიკულად უსაფუძვლო იყო, ერთ-ერთმა ფრანგულმა გაზეთმა იმ ფეხბურთელების სახელები მოიძია, ვისაც პოტენციურად შეეძლო “სამფეროვნების” ღირსების დაცვა, მაგრამ არჩევანი ისტორიულ სამშობლოზე შეაჩერა.
ლიგა 1-ის დასრულებულ სეზონში 20 კლუბს სულ 524 ფეხბურთელი ჰყავდა განაცხადში. აქედან
მაშ ასე, გადავდივართ იმ ფეხბურთელების გაცნობაზე, ვინც საფრანგეთმა დაკარგა (ან არ დაუკარგავს). წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით, ლილიან ტურამი ცამდე მართალია, როცა ამბობს, რომ ფეხბურთელები ასეთ არჩევანს მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა საფრანგეთის ნაკრებში დამკვიდრების შანსს ვერ ხედავენო.
იუნეს ბელჰანდა - 21 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “მონპელიე”. დაბადების ადგილი: ავინიონი, საფრანგეთი. 4 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2010 წლიდან მაროკოს ნაკრებშია - 3 შეხვედრა.
მუსა სოვი - 25 წლის, თავდამსხმელი. კლუბი: “ლილი”. დაბადების ადგილი: მანტ ლა ჟოლი, საფრანგეთი. 2 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2009 წლიდან სენეგალის ნაკრებშია - 10 მატჩი, 3 გოლი.
ჟაკ ფატი - 27 წლის, მცველი. კლუბი: “სოშო”. დაბადების ადგილი: ვილნევ სან ჟორჟი, საფრანგეთი. 40 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორთა შემადგენლობაში. 2009 წლიდან სენეგალის ნაკრებშია - 6 მატჩი.
რიშარ სუმა - 24 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ბრესტი”. დაბადების ადგილი: კრეტეი, საფრანგეთი. 2 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2010 წლიდან გვინეის ნაკრებშია - 2 მატჩი.
ემერს ფაე - 27 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ნიცა”. დაბადების ადგილი: ნანტი, საფრანგეთი. 28 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორთა შემადგენლობაში. 2005 წლიდან კოტ დ’ივუარის ნაკრებშია - 42 მატჩი, 1 გოლი.
პიერ-ემერიკ ობამეიანგი - 21 წლის, თავდამსხმელი. კლუბი: “სენტ ეტიენი”. დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი. 1 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2009 წლიდან გაბონის ნაკრებშია - 12 მატჩი, 3 გოლი.
რაზაკ ბუკარი - 24 წლის, თავდამსხმელი. კლუბი: “რენი”. დაბადების ადგილი: ლომე, ტოგო. 2 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2009 წლიდან ტოგოს ნაკრებშია - 4 მატჩი.
მამადუ სამასა - 25 წლის, თავდამსხმელი. კლუბი: “ვალანსიენი”. დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი. 6 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2009 წლიდან მალის ნაკრებშია - 3 მატჩი, 1 გოლი.
შაუქი ბენ საადა - 27 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ნიცა”. დაბადების ადგილი: ბასტია, საფრანგეთი. 13 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორთა შემადგენლობაში. 2005 წლიდან ტუნისის ნაკრებშია - 38 მატჩი, 4 გოლი.
ჰასან იებდა - 26 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ნაპოლი”, იტალია. დაბადების ადგილი: სენ მორისი, საფრანგეთი. 56 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორთა შემადგენლობაში. 2009 წლიდან ალჟირის ნაკრებშია - 15 მატჩი, 1 გოლი.
მურად მეგნი - 27 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ლაციო”, იტალია. დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი. 16 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორთა შემადგენლობაში. 2009 წლიდან ალჟირის ნაკრებშია - 9 მატჩი.
სებასტიან ბასონგი - 24 წლის, მცველი. კლუბი: “ტოტენჰემი”, ინგლისი. დაბადების ადგილი: პარიზი, საფრანგეთი. 2 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2009 წლიდან კამერუნის ნაკრებშია- 14 მატჩი.
იუსუფ მულუმბუ - 24 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი. დაბადების ადგილი: კინშასა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 3 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2009 წლიდან კონგოს ნაკრებშია- 8 მატჩი.
რიად ბუდებუზი - 21 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “სოშო”. დაბადების ადგილი: კოლმარი, საფრანგეთი. 12 თამაში საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში. 2010 წლიდან ალჟირის ნაკრებშია - 6 მატჩი.
ნადირ ბელჰაჯი - 28 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “ალ სადა”, საუდის არაბეთი. დაბადების ადგილი: სენ კლო, საფრანგეთი. 2 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2004 წლიდან ალჟირის ნაკრებშია - 51 მატჩი, 5 გოლი.
ალექს სონგი - 23 წლის, ნახევარმცველი. კლუბი: “არსენალი”, ინგლისი. დაბადების ადგილი: დუალა, კამერუნი. 6 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2008 წლიდან კამერუნის ნაკრებშია - 24 მატჩი.
მარუან შამახი – 27 წლის თავდამსხმელი. კლუბი: “არსენალი”, ინგლისი. დაბადების ადგილი: ტონენი, საფრანგეთი. 1 თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2003 წლიდან მაროკოს ნაკრებშია 53 მატჩი, 27 გოლი.
საინტერესოა, ზემოთ დასახელებული 17 ფეხბურთელიდან, გამომდინარე მისი სათამაში კლასიდან, რამდენს შეიძლებოდა ჰქონოდა საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრის სამართლიანი პრეტენზია? ალბათ ალექს სონგს, მუსა სოვსა და ჰასან იებდას. უფრო შორს თუ წავალთ, მაშინ ბენუა ასუ ეკოტოს გახსენებაც შეიძლება, რომელიც საფრანგეთის პატარა ქალაქ არასში დაიბადა. თუმცა ის სხვებზე პრინციპული გამოდგა და კამერუნის ნაკრებიდან მიწვევა ისე მიიღო, რომ საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში არასოდეს უასპარეზია. ვერ ვიტყვით, რომ დავადგინეთ, მაგრამ ვარაუდი კი გამოვთქვით, რომ საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ მოთამაშე 200-ზე მეტი ორპასპორტიანი ფეხბურთელისგან მხოლოდ 4 შეძლებდა სამფეროვანთა გაძლიერებას. ღირს კი ამდენი პოტენციურად ძლიერი ფეხბურთელისთვის რაღაც კვოტებზე ლაპარაკი?
საინტერესო სტატისტიკაა, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრების 23 ფეხბურთელიდან 18 სწორედ საფრანგეთში იყო დაბადებული. შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა 1830 წლიდან 1962-მდე საფრანგეთის კოლონია იყო. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ საფრანგეთის საფეხბურთო სკოლებში დაკავებული ბავშვების 45%-ს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ახლა კი უბრალოდ ჩამოვთვალოთ ის ფეხბურთელები, რომელთაც ასევე შეეძლოთ მათთვის მშობლიური ქვეყნების სასარგებლოდ გაეკეთებინათ არჩევანი, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში თამაში არჩიეს. “აფრიკელები”: სტივ მანდანდა, ბაკარი სანია, პატრის ევრა, მამადუ სახო, კაელ კლიში, როდნი ფანი, ერიკ აბიდალი, ბენუა ტრემულინასი, აბუ დიაბი, ბლეზ მატუიდი, ალი სისოკო, იან მვილა, ლასანა დიარა, ალუ დიარა, ფლორან მალუდა, გიიომ ორო, ლოიკ რემი, დიმიტრი პაიე, ჯიმი ბრიანი. “არაბები”: ადილ რამი, სამირ ნასრი, ჰატემ ბენ არფა, კარიმ ბენზემა.
დაბოლოს, ისინი გავიხსენოთ, ვინც “დარჩნენ” საფრანგეთის ნაკრებში: უგო ლორისი, ფილიპ მექსესი, მატიე დებიუში, ანტონ რევეიერი, ლორან კოშელნი, იოან კაბაი, ფრანკ რიბერი, იოან გურკუფი, მატიე ვალბუენა, ჟერემი მენეზი, კევინ გამეირო.