"ინტერი", "ლივერპული" და "ნიუკასლი" სისოკოზე ნადირობენ

AutoSharing Option
"ლივერპული" და "ნიუკასლი" "ტულუზის" ნახევარმცველ მუსა სისოკოსთან მოლაპარაკებებს დაკავშირებით მართავენ. ამის შესახებ 21 წლის ფრანგი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომლის თქმით, სისოკოთი ასევე მილანის "ინტერი" და "ლიონი" ინტერესდებიან.

"ჩვენ "ლიონთან" ვთათბირობთ, თუმცა ეს ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც სისოკოს გადაბირებითაა დაინტერესებული. მოლაპარაკებები პარალელურად "ლივერპულთან", "ნიუკასლთან" და "ინტერთან" მიმდინარეობს.

ყველაფერი უფრო დაზუსტებით მომავალ კვირაში გაირკვევა. სისოკოსთვის პრიორეტი - დიდი მიზნების მქონე სერიოზული კლუბია", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული