პიერ-ანდრე სამხრეთელებმა “ტულუზიდან” დიდი იმედებით იყიდეს და მასში 18 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ მან იმედები ყველას გაუცრუა. სეზონის განმავლობაში 31 თამაშში (21 ძირითადში) მის ანგარიშზე სულ რაღაც 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაგროვდა. აღნიშნული ჭორი პირველად ერთ-ერთ ნაკლებად პოპულარულ საიტზე დაიწერა, თუმცა შემდგომ ის ყველამ აიტაცა. მიუხედავად სუსტი სეზონისა, დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შეიძლებოდა 25 წლის ფორვარდს
აი, რას აცხადებს ის: “გეკითხებით, ვის შეეძლო კლუბის სახელით ანდრეს წასვლაზე ამბავი გაევრცელებინა? ეს არიან პრეზიდენტი ვენსან ლაბრუინი და მწვრთნელი დიდიე დეშამი და მე. არც ერთ ჩვენგანს ასეთი რამ არ უთქვამს. ჟინიაკი გუნდში დარჩება, რადგან წინ ახალი სეზონია, რომელიც გაარკვევს იმას, თუ რა შეუძლია მას. ახლა ყველაფერი მისსავე ხელშია, ადგეს და გვიჩვენოს, რომ სწორედ ის ფორვარდია, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს”.
“მარსელის” პრეზიდენტმა ვენსან ლაბრუინმა ჟინიაკზე არა, მაგრამ საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა დიდიე დროგბასთან დაკავშირებით. მან დაადასტურა, რომ კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ივუარელი ფორვარდი “ველოდრომზე” დააბრუნოს, თუნდაც ამისთვის რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდეს: “ერთადერთი სერიოზული პრობლემაა: შევძლებთ კი 4 წლის განმავლობაში დიდიესთვის იმ ხელფასის გადახდას, რასაც ითხოვს. პასუხი დადებითია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენ 11 დროგბას, ანუ 11 მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს ვერ შევინახავთ. დროგბას გადმობირებას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ რამდენიმე ფეხბურთელს შეველევით”.
შეგახსენებთ, რომ აფრიკელმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სურვილი, კარიერის მიწურულს “მარსელს” დაუბრუნდეს და ბუცები ლურსმანზე სწორედ აქ დაკიდოს.
მექსიკის ნაკრების თავისუფალ აგენტად ქცეული მეკარე გილერმე ოჩოა გუშინ პარიზში უნდა ჩაფრენილიყო და “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი გაეფორმებინა. კონტრაქტით ფეხბურთელს წელიწადში 1,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. აღნიშნული “ეკიპმა” უკვე გადაწყვეტილად გამოაცხადა. ჩვენ კი ნამდვილად არ გვაქვს უფლება ჩვენს ფრანგ კოლეგებს არ ვენდოთ. უკანასკნელი კლუბი, სადაც 25 წლის ოჩოა ასპარეზობდა, მექსიკური “ამერიკა” იყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ გილერმეს აგენტი ბოლო დღეებში მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლონდონურ “ფულჰემთან” და პირეოსულ “ოლიმპიაკოსთანაც”.
“პარი სენ-ჟერმენთან” დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს მეორე გავლენიანი ფრანგული გამოცემა “პროვანსიც”. ყატარელი ინვესტორების მოსვლის შემდეგ კლუბი არც ენერგიას ზოგავს და არც თანხას, რათა შემადგენლობა მაქსიმალურად გააძლიეროს. პარიზელებმა “არსენალს” მარჯვენა მცველის, 25 წლის გაელ კლიშის ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა და დაადასტურეს მზადყოფნა, ფეხბურთელში 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირების სურვილი იქამდე “ბაიერნს” ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა. თავის მხრივ გაელთან კონტრაქტის გახანგრძლივება არსენ ვენგერსაც სურს, რადგან კლიშის კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება.
ისევ და ისევ “პროვანსის” ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონი “ლილი” ახლოსაა საფრანგეთის ნაკრების კანდიდატის, სენტეტიენელი 24 წლის დიმიტრი პაიეს შეძენასთან. “ძაღლებმა” “მწვანეებს” (“სენტ ეტიენის” მეტსახელია) 10 მილიონი ევრო შესთავაზეს. თავად დიმიტრი უკვე იმყოფებოდა “ლილის” ბაზაზე, სადაც პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. კლუბებს კი პირობებზე მოსარიგებლად მხოლოდ დეტალებიღა დარჩათ. “სენტ ეტიენის” დამრიგებლის კრისტოფ გალტიესთვის პაიეს წასვლა სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან რამდენიმე დღის წინ სწორედ მწვრთნელის მეცადინეობით ჩაიშალა გარიგება “პარი სენ-ჟერმენთან”. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, დრო ნერვიულობისთვისაც კი არ დამრჩაო, - განაცხადა სპეციალისტმა.
ამასობაში საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონების მწვრთნელი შეიძლება მეორე კვალიფიციურ ფეხბურთელსაც გამოეთხოვოს. შვეიცარიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის ჟელსონ ფერნანდესის შეძენა კიევის “დინამომ” მოინდომა. ფეხბურთელმა ბოლო სეზონი იჯარით “კიევოში” გაატარა. “მერკატო365-ის” ცნობით, “დინამოს” გარდა ჟელსონის ყიდვა თურქულ “ბურსასპორს”, შვეიცარიულ “სიონსა” და გერმანულ “კიოლნს” უნდათ. თავის მხრივ ფრანგებს კიეველთაგან პაპე დიაკატეს ყიდვა განუზრახავთ, შესაძლოა მხარეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
“კანის” პრეზიდენტმა ჟან-ფრანსუა ფორტენმა დაადასტურა, რომ მისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის მეოთხე) 24 წლის იუსეფ ელ არაბი კარიერას იტალიაში გააგრძელებს: “დიახ, ეს საქმე თითქმის გადაწყვეტილია. “ჯენოასთან” კონტაქტი კარგა ხანია გვაქვს და შეთანხმება პრაქტიკულად უკვე მიღწეულია,” - განუცხადა მან “ეკიპს”. იმ კლუბებს შორის, ვისაც მაროკოს ნაკრების თავდამსხმელის შეძენა სურდათ აქამდე ძირითადად რუსული კლუბების სახელდებოდნენ, მათ შორის მოსკოვის ცსკა, თუმცა მაროკოელმა რუსეთში კარიერის გაგრძელება ცივად იუარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"