მენეზი არ იქნება

AutoSharing Option
წელს თუკი ფრანგულ სატრანსფერო ბაზარზე რაიმე საინტერესო ხდება, პირველ რიგში პსჟ-ს თავს. კლუბი ყატარელი ინვესტორების მიერ გამოყოფილ თანხებს ძირითადად მაღალი კლასის ფეხბურთელების შესაძენად ხარჯავს. თუმცა მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ეს ყველამ იცის.

წინა ნომრებში ვწერდით, რომ პარიზელებს შუა ხაზში მაროკოელი ადელ ტაარაბტის დამატება განუზრახავთო. აღნიშნულ ინფორმაციას “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი ნილ უორნოკიც ადასტურებს. ის შეგუებულია, რომ ლიდერის გარეშე რჩება. მეტიც, საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ მან ფეხბურთელი იტალიურ შეკრებაზე აღ
არც კი იახლა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მას არ აწუხებდა. გეტყვით, რომ 22 წლის გამთამაშებელში პსჟ 13,5 მილიონ ევროს იხდის.

ლისაბონის “ბენფიკას” ცენტრალურ მცველ ლუიზაოს ბევრი კლუბი ეცილება, მათ შორისაა პსჟ-ც. “არწივებს” ფეხბურთელის გაშვება არ სურთ, მაგრამ “ეკიპის” ცნობით, პარიზელები მათ 8 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც უზარმაზარი ფულია. ლისაბონელებმა იციან, რომ ამ ფასსს მათ ბევრი არ შესთავაზებს და შესაბამისად, ტრანსფერის განხორციელების შანსი ძალიან დიდია.

მარსელის “ოლიმპიკის” ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს “რომადან” ჟერემი მენეზის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. პროვანსელთა სპორტულმა დირექტორმა ჟოზე ანიგომ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. იმავე “მარსელს” ძალიან არ უნდოდა ლუჩო გონსალესთან თანამშრომლობის გაწყვეტა, მაგრამ რაკი ფეხბურთელმა ასე დაიჟინა, ტრანსფერზე დააყენეს.

დიდიე დეშამმა ფეხბურთელს სთხოვა, რომ საკუთარი მომავალი 15 ივლისამდე გაერკვია, მაგრამ დღეს უკვე 19-ია და ლუჩო ისევ “ოლიმპიკში” ირიცხება. ტრანსფერთან დაკავშირებით ფეხბურთელის აგენტის ფერედრიკო სიმონიანის კომენტარი გავრცელდა, რომელიც მოკლე, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ არაფრის მთქმელი იყო: “საკითხის გადასაწყვეტად ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა. ყველაზე დიდი შანსია, რომ ჩემმა კლიენტმა კარიერა ინგლისში განაგრძოს ან იტალიაში. “მალაგას” ვარიანტი ამ ეტაპზე აქტუალური აღარ არის. ინფორმაცია, რომ ესპანელები “მარსელს” ლუჩოში 8,5 მილიონს სთავაზობდნენ, არ იყო მართალი”.

“ლილმა” “მონაკოს” ყოფილ წევრს, 31 წლის ლორან ბონარს კონტრაქტი შესთავაზა. ვეტერანი ფრანგი ბრაზილიელი ემერსონის შემცვლელად განიხილება. ეს უკანასკნელი კარიერას დიდი ალბათობით ლისაბონის “ბენფიკაში” განაგრძობს.

“ლიონის” პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ მას დიდი იმედი აქვს, რომ “ლომები” ახალ სეზონში თავის პოტენციალს სრულად გამოამჟღავნებენ. მოგეხსენებათ, წინა 2008/11 წლებში გუნდს სათავეში კლოდ პიუელი ედგა, მწვრთნელი რომლის ხელმძღვანელობითაც ჩემპიონთა ლიგის მრავალი სენსაციის ავტორმა გუნდმა შიდა ასპარეზზე კრიზისის დაძლევა ვერაფრით მოახერხა. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მუსიე ოლამ ერთადერთი გამოსავალი ნახა და მწვრთნელი გაათავისუფლა. მისი პოსტი კი გამოუცდელ რემი გარდს ჩააბარა.

“შარშან “ლიონი” პოტენციალით ერთ-ერთი საუკეთესო იყო საფრანგეთში, მაგრამ ფეხბურთელებმა ვერაფრით მოახერხეს საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. მათ ამისთვის გუნდურობა აკლდათ. რემი გარდის უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის, ასწავლოს გუნდს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გარწმუნებთ, შენაძენები იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფეხბურთელი დაგვტოვებს. იმ ფეხბურთელების სია, ვის გადაბირებასაც შევეცდებით, უკვე გარკვეული გვაქვს,” - განაცხადა ჟან-მიშელ ოლამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული