და აი, გუშინაც კიდევ ერთი ახალი გვარი დასახელდა, ესაა “ფიორენტინას” 29 წლის ცენტრფორვარდი ალბერტო ჯილარდინო. ჯილას შესაძლო პარიზულ ტრანსფერზე ამჯერად “ტუტო მერკატო” წერს (მეორე წყაროს ის “ვილიარეალში” გადაჰყავს. აღნიშნულ თემაზე ამავე ნომერში უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ).
შესაძლოა, ინფორმაცია სერიოზული იყოს, გაზეთები წერენ, რომ ალბერტო
ისევ და ისევ იტალიური პრესა წერს, რომ პარიზელები ასევე სერიოზულად არიან დაინტერესებულნი “რომას” ფრანგი შემტევის, 24 წლის ჟერემი მენეზის სამსახურით. ერთი კვირის წინ მენეზისადმი ინტერესს “მარსელსაც” მიაწერდნენ, მაგრამ დეშამმა იუარა, გუნდში თავდამსხმელები ისედაც არ მაკლიაო. თანაც “ჯალოროსი” ფეხბურთელში 16-17 მილიონს ითხოვდა. გაზეთების ცნობით, პსჟ მენეზში 8 მილიონს იხდის. ვნახოთ, რამდენად მოხერხდება პოზიციათა დაახლოება.
პარიზელები ნახევარდაცვის გაძლიერებასაც გეგმავენ. კაპიტან კლოდ მაკელელეს წასვლის შემდეგ მათ კვალიფიციური საყრდენი ნახევარმცველის გადაბირება სჭირდებათ. ამ მიზნით ლეონარდო და ალენ როში სენტ ეტიენს ეწვივნენ და ადგილობრივ კლუბს 24 წლის ბლეზ მატუიდის ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა. რა თანხა შესთავაზეს “მწვანეებს”, “ეკიპი” არ წერს, სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ფეხბურთელი ცალი ფეხით უკვე დედაქალაქშია. შესაძლოა, თანხის გარდა საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 26 წლის ჟერემი კლემანიც მიიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"