მწვრთნელის გადაწყვეტილებით მასში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, ვინც წინა შეკრებებზე იყო მიწვეული - მათ შორის რუუდ ვან ნისტელროი, ჯერმეინ ლენსი და დემი დე ზეუვი. გამოძახებულია, მაგრამ საეჭვოა კუნძულელებთან დაპირისპირებაში ითამაშოს ბაიერნელმა არიენ რობენმა, რადგან მან აუდის თასზე “მილანთან” შეხვედრაში მეტოქესთან შეჯახებისას ფეხი დაიზიანა. საშიში არაფერია, თუმცა ექიმები მას 5-7 დღე ვარჯიშის უფლებას არ მისცემენ. ვან მარვიიკის ლაშქარი სრულად ასე გამოიყურება:
მეკარეები: ტიმ კრული (ნიუკასლი,
მცველები: ხალიდ ბულაჰრუზი (შტუტგარტი, გერმანია), ედსონ ბრაფჰეიდი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ჯეფრი ბრუმა (ჰამბურგი, გერმანია), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი, ინგლისი), იორის მატიისენი (მალაგა, ესპანეთი), ერიკ პიტერსი (ეინდჰოვენი), რონ ვლაარი (ფეიენოორდი), გრეგორი ვან დერ ვილი (აიაქსი)
ნახევარმცველები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა, ესპანეთი), მარკ ვან ბომელი (მილანი, იტალია), ტეო იანსენი (აიაქსი), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჰედვიგეს მადურო (ვალენსია, ესპანეთი), სტინ სხაარსი (სპორტინგი, პორტუგალია), ვესლი სნეიდერი (ინტერი, იტალია), კევინ სტროოტმანი (ეინდჰოვენი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი, ინგლისი)
თავდამსხმელები: ელიერო ელია (ჰამბურგი, გერმანია), კლაას იან ჰუნტელაარი (შალკე, გერმანია), ლუკ დე იონგი (ტვენტე), დირკ კუიტი (ლივერპული, ინგლისი), რობინ ვან პერსი (არსენალი, ინგლისი), არიენ რობენი (ბაიერნი, გერმანია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"