"ბორდოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანსის ჟიიო დარწმუნებულია, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
"ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია სეზონი ხუთეულში დავასრულოთ. ვიცი, რომ "ლილს", "ლიონს" "მარსელსა" და პსჟ-ს ჩვენზე მეტი შესაძლებლობები აქვთ. შესაბამისად, მათ უფრო მაღალი მიზნებისთვის შეეძლებათ ბრძოლა. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ლიდერთაგან რომელიმეს ფეხი დაუცდეს და ამით ჩვენ შეგვეძლება სარგებლობა. იმისთვის, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი შევკრათ, მოთმინებაა საჭირო. ხომ ხედავთ, სრულიად ახალ გუნდს ვაყალიბებთ. მინდა ვისურვო, რომ ხელმძღვანელობამ და გულშემატკივარმა მშვიდი მუშაობის საშუალება მოგვცენ".
2008/09
წლების საჩემპიონო შემადგენლობიდან "ბორდოში" თითო ოროლა ფეხბურთელი თუ შემორჩა. ერთ-ერთი ასეთი ბრაზილიელი ჟერალდო ვენდელი იყო, ვინც გუშინ "სენტ-ეტიენთან" გააფორმა 3-წლიანი კონტრაქტი. ჟირონდელები "მწვანეებისგან" 29 წლის ნახევარმცველში 1,5 მილიონ ევროს მიიღებენ. მართალია ახალ გუნდში ვენდელი წელიწადში მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, მაგრამ ის მაინც უფრო ცოტა იქნება, ვიდრე მას "ბორდო" უხდიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"