"მწვანეებმა" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს - ფეხბურთელთან მათ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. შეგახსენებთ, რომ "კატებმა" წელს ზეაქტიური სატრანსფერო კამპანია აწარმოეს - ერთბაშად 9 ახალი ფეხბურთელი გადაიბირეს (სტივ ბრუსის თქმით, ეს კიდევ ყველაფერი არ არის), რამაც ვეტერანი ფრანგი კლუბში ლამის ზედმეტ ტვირთად აქცია.
2008 წლიდან მოყოლებული კლუბის გულშემატკივრებს შორის მალბრანკი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა წლებთან ერთად სტიდმა თამაშს მოუკლო და ახალგაზრდა კონკურენტების გარემოცვაში მას უთამაშებლობა ემუქრებოდა. შოტლანდიელმა დამრიგებელმა ფეხბურთელს თავად შესთავაზა ტრანსფერზე დაყენება. კონკრეტულ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"