მართალია, ანტუან კომბუარე აცხადებდა, შეიძლება ფეხბურთელს დასვენების საშუალება სექტემბრამდე მივცეო, მაგრამ გუნდში შექმნილმა მცირე კრიზისმა მას არგენტინელის საქმეში ჩართვა აიძულა. ამ ნაბიჯმა აშკარად გაამართლა. ხვალ კი მთელი საფრანგეთი ლიგა 1-ში “ვალანსიენთან” მის დებიუტს დაელოდება.
დედაქალაქელი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან პასტორესა და კიდევ ერთი დებიუტანტის მენეზის დუეტის შეთამაშებას. “პარიზში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ ძალიან თბილი დახვედრა მომიწყვეს. დღესაც უბედნიერესი ადამიანი ვარ. მგონია,
ბოლო დღეებში პრესაში ძალიან ბევრი დაიწერა, რომ ანტუან კომბუარე გადაყენების საფრთხის წინაშე იდგა, თითქოს მის ადგილას კარლო ანჩელოტი უნდა დანიშნულიყო. “დიფერდანჟთან” მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ გააკეთა: “ჩვენ კლუბში სერიოზული გეგმები გვაქვს დასახული. კომბუარეს მუშაობით კი კმაყოფილნი ვართ. მას გუნდშიც ენდობიან. აქედან გამომდინარე მომავალს იმედის თვალით ვუყურებ. დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ჩამოყალიბებულ მექანიზმში არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ”.
გუნდი ლუქსემბურგში ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა. მათგან “ვალანსიენთან” შეხვედრისთვის ცოტა თუ იქნება მზად. მწყობრში ჩადგა ნიკოლა დუშეზი, მაგრამ საეჭვოა მან სალვატორე სირიგუ ძირითადს მიღმა დატოვოს. ევროპის ლიგის მატჩში განაცხადში არ იყვნენ ასევე ნენე, მამადუ სახო, კრისტოფ ჟალე, სილვენ არმანი, მოჰამედ სისოკო და გიიომ ოარო.
საფრანგეთი. ლიგა 1. III ტური
დღეს
ბორდო-ოსერი 21:00
ბრესტი-ლიონი 21:00
კაენი-ლილი 21:00
დიჟონი-ლორიანი 21:00
ნიცა-ტულუზი 21:00
აიაჩო-ევიანი 23:00
ხვალ
მონპელიე-რენი 19:00
ნანსი-სოშო 19:00
პსჟ-ვალანსიენი 19:00
მარსელი-სტ. ეტიენი 23:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"