ლუგანო პარიზელებს დარჩათ

AutoSharing Option
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციისგან და უეფასგან შერისხული "ფენერბაჰჩე" ერთი მეორის მიყოლებით კარგავს ლიდერებს. უცხოურმა კლუბებმა განსაკუთრებით დიდი ინტერესი ურუგვაის ნაკრების კაპიტან დიეგო ლუგანოს გამო გამოიჩინეს.

ლუგანო დიდი ხანი ემსახურებოდა "ფენერბაჰჩეს", მაგრამ დისკვალიფიკაციის შემდეგ მისი შენარჩუნება სტამბოლურმა გუნდმა ვეღარ შეძლო.

ყველას კი "პარი სენ ჟერმენმა" აჯობა, თურქული მედია ამტკიცებს, რომ პარიზელები უკვე შეუთანხმდნენ "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობას და ურუგვაელის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდიან. ლუგანო წელიწადში 3,5 მილიონ ევროს მიიღებს პსჟ-ში ანაზღაურების სახით. ურუგვაელი

საფრანგეთში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ის სრულუფლებიანი წევრი
გახდება. ლუგანოს გადაბირება ისეთ კლუბებს უნდოდათ, როგორიც "იუვენტუსი", "ჯენოა" და "ლაციოა". შეგახსენებთ, რომ ლუგანომ ახლახან ურუგვაის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული