ჯო კოული "ლილიში" გადადის

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯო კოულმა შესაძლოა 2011-2012 წლების სეზონი ფრანგულ "ლილიში" გაატაროს."მერსისაიდელები" ინგლისელ ფეხბურთელს საფრანგეთში ერთი წლით იჯარის წესით უშვებენ.

29 წლის ნახევარმცველმა "ლივერპულის" შემადგენლობაში გასულ სეზონში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა და ძირითადში ადგილი ვერ მოიპოვა.

ამის გარდა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის შუა ხაზი ჯორდან ჰენდერსონით, ჩარლი ადამით და სტიუარტ დაუნინგით გააძლიერა. ახალ სეზონში კოული მოედანზე ერთხელაც არ გამოსულა.

მომზადებულია ВВС-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული