უხერხულობა ველოდრომზე

AutoSharing Option
ანდრე-პიერ ჟინიაკსა და "მარსელის" ხელმძღვანელებს შორის გამწვავებული ურთიერთობების შესახებ ფრანგულმა "მაქსიფუტმა" თავისი ვერსია წარმოგვიდგინა. მაშ ასე, აღნიშნული გამოცემის ვერსია, თუ რა მოხდა 31 აგვისტოს ველოდრომელთა ბანაკში, საინტერესოდ გვეჩვენა და ამიტომაც მცირე შემოკლებით მას აქვე გთავაზობთ:

"მარსელში" ანდრე-პიერ ჟინიაკის თამაშით ძალზე უკმაყოფილოები იყვნენ. ეს კიდევ არაფერი... ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავდამსხმელს მისი პიროვნების შესახებ არა ერთი და ორი შეურაცხმყოფელი სიტყვა მოუსმენია.

"ოლიმპიკის" კულუარებიდან გამოდიოდა ხმები ფეხბურთელის განსაკუთრებული "ღორმუცელობის" შესახებ, რომ თითქოს ამის წყალობით ანდრე-პიერი ნელ-ნელა კარგავ
და მოქმედი ფეხბურთელის შესახედაობას. თუმცა სიმსუქნე და ჟინიაკის ცუდი ფორმა ცალკე მოსაყოლი ამბავია. კლუბის ხელმძღვანელობა ხმამაღლა ყოველთვის ფეხბურთელის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.

დიდიე დეშამი ამბობდა, ფეხბურთელს კიდევ ერთ სეზონს მივცემთ თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლადო. თუმცა დადგა 31 აგვისტოს დილა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე და ვებგვერდებმა დაწერეს, რომ პროვანსელებს სასწრაფოდ სურდათ ბრაზილიელი ამაურის გადაბირება. ბუნებრივია, თუკი ეს ტრანსფერი შედგებოდა, ჟინიაკის ბედი იმ წუთასვე გადაწყდებოდა.

მარსელელები სიმართლეს მალავენ, თუმცა საიდუმლო გზით მაინც მოხერხდა ანონიმური წყაროს მოძებნა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი იმყოფებოდა კლუბის ბაზაზე, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მხარეებმა სამხრეთამერიკელის სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს.

პარალელურად კი ჟინიაკს ლამის ძალით აუღეს ბილეთი ლონდონის ავიარეისზე, რათა ამ უკანასკნელს "ფულჰემთან" კონტრაქტი გაეფორმებინა. საბოლოოდ გარიგება ჩაიფუშა. კლუბი კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავდა, რომელიც ასევე არ გამოვიდა, "სანდერლენდმა" ჟინიაკისა და ასამოა გიანის გაცვლაზე უარი თქვა.

პროვანსელების საქციელით პიერ-ანდრე ჟინიაკი აღშფოთებულია. ამჟამად ის უარს აცხადებს პრესასთან ურთიერთობაზე. უხერხულ მდგომარეობაშია დიდიე დეშამიც, ჟინიაკის გასხვისების ინიციატივა ხომ სწორედ მას ეკუთვნოდა. მე არც ბურთი ვარ და არც მონა, რომ სხვა კლუბში გაყიდვა ჩემივე თანხმობის გარეშე შეიძლებოდესო, უთქვამს ფეხბურთელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული