მალბრანკის დიდი პრობლემა

AutoSharing Option
"ფულჰემის", "ტოტენჰემისა" და "სანდერლენდის" ყოფილი ნახევარმცველი, 31 წლის სტიდ მალბრანკი ფეხბურთიდან წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა "სენტ ეტიენთან" 2-წლიანი კონტრაქტი სულ რაღაც თვე-ნახევრის წინა გააფორმა, მაგრამ... მალბრანკის ოჯახში ახლა ფეხბურთისთვის აღარავის სცხელა – რამდენიმე დღის წინ სტიდის შვილს ექიმებმა ათვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. სწორედ ამიტომ ფეხბურთელს შვილთან მაქსიმალურად დიდი დროის გატარება სურს.

პროფესიული კარიერა მალბრანკმა 1997 წელს "ლიონში" დაიწყო. 2001 წლიდან ის ინგლისში ასპარეზობდა. რომელი კლუბების ღირსებას იცავდა ის ნისლიან ალბიონზე, თავშივე მოგახსენეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული