შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას კატალონიელებიც აწარმოებდნენ, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულების 2013 წლამდე გაგრძელებაზე უარი თქვა. ესპანელებმა ფრანგს გასაგებად მიანიშნეს, რომ უკეთესი პირობებით შეთავაზებას არ უნდა ელოდოს, არსებულზე კი პასუხის გასაცემად დრო 31 დეკემბრამდე მისცეს.
თუკი იქამდე ერიკი კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, ფეხბურთელთან მოლაპარაკება საბოლოოდ შეწყდება. ამასობაში პარიზელებმა დრო იხელთეს და აბიდალს თავიანთი პირობები
ეს-ეს არის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ფრანგი თუ იტალიელი ჟურნალისტების ფანტაზიას საზღვრები არა აქვს. მათ უკვე დაიწყეს წერა, თუ ვინ გადავა იანვარში "პარი სენ-ჟერმენში" და პირველი ასეთი "კანდიდატურა" უკვე მონახეს.
ლაპარაკია "ნაპოლის" 24 წლის სლოვაკ ლეგიონერზე, შემტევ ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკზე. აღნიშნულმა ჭორებმა ფეხბურთელი ლამის წყობილებიდან გამოიყვანა.
"ეს სიგიჟეა. სატრანსფერო ბაზარი რამდენიმე დღეა, რაც დაიხურა, მაგრამ ჟურნალისტები უკვე იმაზე წერენ, თუ რა მოხდება იანვარში. რას ვუპასუხებ ლეონარდოს შემოთავაზებას თუკი მას მივიღებ? არსად გადასვლას არ ვაპირებ, არც იანვარში, არც მას მერე. "ნაპოლიში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მინდა ტიტულები ამ გუნდთან ერთად მოვიგო," - განუცხადა მან "გაძეტა დელო სპორტს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"