იქნება თუ არა პსჟ-ს გაჩერება?

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" წლევანდელი სატრანსფერო კამპანია მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ხალმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უზარმაზარი სამუშაო გასწია და გუნდში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გადაიბირა.

სატრანსფერო სეზონის დასრულების მიუხედავად ბრაზილიელი აქტიურ მუშაობას აგრძელებს. იანვრისთვის მას საფუძვლის ჩაყრა აქედანვე სურს. როგორც იტალიური პრესა წერს, პარიზელები "პალერმოსთან" კიდევ ერთი გარიგებასთან ახლოს არიან.

სიცილიელთაგან ხავიერ პასტორესა და სალვატორე სირიგუს შეძენის შემდეგ "პარკ დე პრენსზე" სათამაშოდ შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს - იტალიის ნაკრების 29 წლის განაპირა მცველი ფედერიკო ბალცარეტი. მხარეებს ამ ინფორმაციაზე
ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სპორტული ვებგვერდების ვარაუდით, პსჟ-ს ფეხბურთელის გადაბირება 8-დან 10 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი გიიომ ოარო ფეხბურთს ორი თვით ჩამოშორდა. ამის მიზეზი მარჯვენა მხრის ტრავმაა, რომელზეც ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ბედშავ გიიომს ტრავმა რამდენიმე თვე ტანჯავდა.

მედიკამენტებმა მას ვერაფერი არგო. საბოლოოდ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იყო. რამდენიმე დღის წინ ლორან ბლანმა ფეხბურთელის თხოვნას ყური ათხოვა და ალბანეთთან და რუმინეთთან ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო შეხვედრების წინ შეკრებიდან გაათავისუფლა. ოპერაცია მას პარიზში დაბრუნებისთანავე ჩაუტარეს. ოაროს, სავარაუდოდ, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრისა და ლიგა 1-ის 8-9 ტურის გამოტოვება მოუხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული