სატრანსფერო სეზონის დასრულების მიუხედავად ბრაზილიელი აქტიურ მუშაობას აგრძელებს. იანვრისთვის მას საფუძვლის ჩაყრა აქედანვე სურს. როგორც იტალიური პრესა წერს, პარიზელები "პალერმოსთან" კიდევ ერთი გარიგებასთან ახლოს არიან.
სიცილიელთაგან ხავიერ პასტორესა და სალვატორე სირიგუს შეძენის შემდეგ "პარკ დე პრენსზე" სათამაშოდ შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს - იტალიის ნაკრების 29 წლის განაპირა მცველი ფედერიკო ბალცარეტი. მხარეებს ამ ინფორმაციაზე
"პარი სენ-ჟერმენისა" და საფრანგეთის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი გიიომ ოარო ფეხბურთს ორი თვით ჩამოშორდა. ამის მიზეზი მარჯვენა მხრის ტრავმაა, რომელზეც ფეხბურთელს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ბედშავ გიიომს ტრავმა რამდენიმე თვე ტანჯავდა.
მედიკამენტებმა მას ვერაფერი არგო. საბოლოოდ ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი იყო. რამდენიმე დღის წინ ლორან ბლანმა ფეხბურთელის თხოვნას ყური ათხოვა და ალბანეთთან და რუმინეთთან ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო შეხვედრების წინ შეკრებიდან გაათავისუფლა. ოპერაცია მას პარიზში დაბრუნებისთანავე ჩაუტარეს. ოაროს, სავარაუდოდ, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრისა და ლიგა 1-ის 8-9 ტურის გამოტოვება მოუხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"