სამირ ნასრი ტრავმირებულია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში რუმინეთის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.

ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ ფრანგს ხელის მოტეხილობა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, ტრავმა რამდენად სერიოზულია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელს თითი აქვს მოტეხილი.

შეგახსენებთ, რომ ნასრიმ რუმინეთის ნაკრებთან მატჩი ბოლომდე ჩაატარა, მაგრამ რამდენად შეძლებს ფრანგი ნახევარმცველი ინგლისის ჩემპიონატის მომავალ შეხვედრაში თამაშს, ამ დრომდე გაურკვეველია.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული