"ლიონი" ზემოთ, "მარსელი" ჯოჯოხეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი უხვგოლიანობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა ლიგა 1-ის გასულ ტურზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. მოსაწყენი ერთი მატჩიც კი არ გამოსულა და მაყურებელმა ყველგან ჩინებული სანახაობა იხილა.

"მონპელიემ", რომელიც აქამდე ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობდა, სტუმრად "ბრესტთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და პოზიციები დათმო. ცხადი იყო, რომ "მონპელიე" ცხრილის სათავეში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. ახლა საკითხავი ის არის, მალე გამოიკვეთება თუ არა ერთპიროვნული ლიდერი.

"ბრესტმა" კი ჩვეულებას არ უღალატა და ამჯერადაც ფრედ ითამაშა. მართალია, ამით ბევრს ვერაფერს მიაღწია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა აუტსაიდერთა
ჯგუფში დამკვიდრებისკენ, მაგრამ რაკი მარცხს "მონპელიესთან" დაპირისპირებაში გადაურჩა, ეს მატჩი უთუოდ ჯერაც გაუმარჯვებელი "ბრესტის" აქტივში უნდა ჩავწეროთ.

ვერ ივარგა მოქმედმა ჩემპიონმა "ლილმა", რომელმაც არასტაბილურობის კიდევ ერთი მაგალითი გვიჩვენა და იმის მიუხედავად, რომ ორჯერ დაწინაურდა, საკუთარ კედლებში "სოშოსთან" ფრეს დასჯერდა. "სოშოსთვის" ეს ზედიზედ მეოთხე დაუმარცხებელი მატჩი იყო, რაც ამ დონის გუნდისთვის საკმაო წარმატებაა.

ჩემპიონთა უიღბლობა კი არაფერია იმ უსიამოვნებასთან შედარებით, რაც "ბორდოს" ტულუზში შეემთხვა. მასპინძლებმა ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატს ორბურთიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმის დებიუტში აღმოუფხვრეს, მეკარე სედრიკ კარასოს გაძევებამ კი "ბორდო" შოკში ჩააგდო და შეხვედრის მიწურულს ლოგიკური გოლი მიიღო.

გუშინ გალიდერებისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეეძლოთ დედაქალაქელებს, მაგრამ პსჟ-მ, რომელიც დამარცხებასთანაც ახლოს იყო, ეს შანსი ვერ გამოიყენა და ფრეს დასჯერდა.

შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება კი ჯერ ისევ ადრეა. როგორც ლიგა 1-ისთვისაა დამახასიათებელი, სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის საკმაო სიმჭიდროვეა და ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება, ვინაა ჩემპიონობის რეალური კანდიდატი და ვინ დასჯერდება უფრო მოკრძალებული მიზნებისთვის ბრძოლას.

ტურის ცენტრალურ მატჩში კი "ლიონმა" "მარსელს" შანსი არ დაუტოვა, თავად ერთპიროვნილად გალიდერდა, ხოლო ზღვისპირელები, რომლებსაც ჯერაც არ მოუგიათ, ცხრილის ფსკერზე ჩატოვა.

საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური

ოსერი-კაენი 1:1
გოლები: 1:0 ჟემაა (32), 1:1 ნივე (45)

ბრესტი-მონპელიე 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (19), 0:2 ჟირუ (41), 1:2 ვასა (61), 2:2 ჯენტილეტი (88)
გაძევება: მაკონდა (89. ბრესტი)

ლორიანი-სენტ ეტიენი 3:0
გოლები: 1:0 ალიადიერი (11), 2:0 ალიადიერი (77), 3:0 კუტადორი (90)

ნიცა-აიაჩო 3:0
გოლები: 1:0 მონსონი (45. პენ.), 2:0 მონსონი (87. პენ.), 3:0 სიველი (89)
გაძევება: კავალი (45. აიაჩო)

ტულუზი-ბორდო 3:2
გოლები: 0:1 დიაბეტე (19), 0:2 დიაბეტე (38), 1:2 ტაბანუ (53. პენ.), 2:2 კაპუე (59), 3:2 რივიერი (90)
გაძევება: კარასო (75. ბორდო)

ვალანსიენი-დიჟონი 4:0
გოლები: 1:0 დანიჩი (53), 2:0 გ. პუიოლი (75), 3:0 გ. პუიოლი (78), 4:0 კოჰადი (79)
გაძევება: პაული (76. დიჟონი)

ლილი-სოშო 2:2
გოლები: 1:0 პედრეტი (59), 1:1 ბაკამბუ (69), 2:1 აზარი (78. პენ.), 2:2 პრივატი (86)

ევიანი-პსჟ 2:2
გოლები: 1:0 ლეროი (15), 2:0 საგბო (20), 2:1 პასტორე (43), 2:2 ბოდმერი (80)

რენი-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 მონტანო (19), 1:1 ლუისი (78. პენ.)

ლიონი-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 გომისი (17), 2:0 ბაშტოში (29)

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 6 4 2 0 11-5 14
2. მონპელიე 6 4 1 1 12-5 13
3. ტულუზი 6 4 1 1 10-6 13
4. ლილი 6 3 2 1 11-8 11
5. პსჟ 6 3 2 1 9-6 11
6. ლორიანი 6 3 2 1 8-5 11
7. რენი 6 3 2 1 11-9 11
8. სოშო 6 2 3 1 10-9 9
9. ოსერი 6 1 4 1 9-8 7
10. ევიანი 6 1 4 1 6-6 7
11. კაენი 6 2 1 3 7-8 7
12. ს.ტ ეტიენი 6 2 1 3 5-9 7
13. ბორდო 6 1 3 2 7-8 6
14. დიჟონი 6 2 0 4 5-13 6
15. ბრესტი 6 0 5 1 5-6 5
16. ნიცა 6 1 2 3 5-6 5
17. აიაჩო 6 1 2 3 6-12 5
18. ვალანსიენი 6 1 1 4 7-8 4
19. ნანსი 6 0 3 3 4-7 3
20. მარსელი 6 0 3 3 6-10 3

ბომბარდირები: 5 - ა. ტრაორე (ოსერი), 4 - ჟირუ (მონპელიე), სამარიტანო (აიაჩო)


შემდეგი ტური

24.09 - ევიანი-კაენი, ლილი-ლორიანი, ლიონი-ბორდო, ნიცა-დიჟონი, ტულუზი-ნანსი, ვალანსიენი-მარსელი, მონპელიე-პსჟ
25.09 - ოსერი-სოშო, ბრესტი-აიაჩო, რენი-სენტ ეტიენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული