საფრანგეთის 2009 წლის კრიზისში ჩაფლული ჩემპიონი მოქმედი ოქროსმედალოსნის წინააღმდეგ წარდგა, რომელსაც ორი ფრეს შემდეგ (ცსკა 2:2, სოშო 2:2) დასამტკიცებელი ჰქონდა, რომ ის ისევ ფორმაშია.
ყოველივე თითქოს იოლად საპროგნოზოს ხდიდა სტუმრების მოგებას, მაგრამ საქმე არც მთლად ასე იოლად იყო. აღმოჩნდა, რომ ფრანსის ჟიიოს გუნდიც ნელა, მაგრ
ორივე გუნდმა აგრესიული დაცვა აირჩია, ამიტომაც ბურთი ძირითადად ცენტრში მოძრაობდა. მეტოქის საჯარიმოში ბორდოელის ბურთით ლამის პირველივე გამოჩენას პენალტი მოჰყვა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსაჯი ტონი შაპრონი მწარედ შეცდა, რადგან ფლორან ბალმონს შეიხ დიაბატეს წინააღმდეგ წესები არ დაურღვევია, მალელმა ფეხბურთელმა სტუმარს ფეხები აშკარად პირადი ინიციატივით გამოსდო.
"დაზარალებულმა" მართალია ცუდად დაარტყა, მაგრამ მიკაელ ლანდრო ბურთს თითებითღა შესწვდა - 1:0. ჩემპიონმა ამის შემდეგ კი მოინდომა ინიციატივის ხელში აღება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მშვენივრად მოქმედებდა "ბორდოს" შუა ხაზი, რომელიც "ლილის" ყოველ ასეთ მცდელობას საკუთარ ნახევარზევე შლიდა.
პრაქტიკულად არ ჩანდა ბენუა პედრეტი. სამაგიეროდ აქტიურობდნენ ჯო კოული და ედენ აზარი. სახიფათო მომენტი "ლილის" კართან მორის-ბელაის აქტიურობის შემდეგ იოან გუფრანმა შექმნა, მაგრამ მისმა დარტყმულმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
მე-40 წუთზე აზარის კუთხურს ბალმონი თავით გამოეხმაურა. მასპინძელთა 23 წლის სათადარიგო გოლკიპერმა კევინ ოლიმპამ ის გაჭირვებით მოიგერია, თუმცა ბურთი მუსა სოვს მიუვიდა. სენეგალელის დარტყმული ძელს მოხვდა და ჯო კოულს მიუგორდა, ინგლისელის დარტყმული კი სასწაულ ნახტომში ისევ ოლიმპამ გააუვნებელყო. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა - "ლილმა" ინიციატივა ხელთ იგდო. მასპინძლებზე ზეწოლა გაძლიერდა, რამაც შედეგი 57-ე წუთზე მოიტანა.
კოულმა დროულად დაინახა მარცხენა ფლანგზე გახსნილი აზარი, ბელგიელმა 3 მცველი ექსკლუზიურად მისთვის ჩვეული სიმსუბუქით ჩამოიცილა და შორეულ დაბალ კუთხეში დაარტყა.
ამ შემთხვევაში მეკარე უკვე უძლური აღმოჩნდა. მოსაგებად "ლილი" წინ დიდი ძალებით წავიდა, შესაბამისად დაცვა მოშიშვლდა და დაიწყო შეცდომების კასკადი, მაგრამ ლანდრო იდეალურად თამაშობდა. მე-80 წუთზე მეკარემ საკუთარ საჯარიმოში ბენ ჰალფალაჰა დასცა. დაინიშნა პენალტი, რომელიც ისევ დიაბატემ დაარტყა. ლანდრომ შეძლო საკუთარი შეცდომის გამოსწორება. ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტები ჯო კოულის აზრით დაინტერესდნენ. აი, რა განაცხადა ინგლისელმა: "ქულა გასვლით შეხვედრაში არ შეიძლება ცუდ შედეგად ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის აშკარაა, რომ ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო. მე რაც შემეხება, "ლილში" თავს ბედნიერად ვგრძნობ. იმედია, ამიერიდან ჩემს გუნდს უფრო მეტად დავეხმარები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"