გარდის ბიჭების ტვირთი

AutoSharing Option
ევიანი-კანი 21:00
ლილი-ლორიანი 21:00
ლიონი-ბორდო 21:00
ნიცა-დიჟონი 21:00
ტულუზი-ნანსი 21:00
ვალანსიენი-მარსელი 21:00
მონპელიე-პსჟ 23:00
ხვალ
ოსერი-სოშო 19:00
ბრესტი-აიაჩო 19:00
რენი-სტ. ეტიენი 23:00

"ლიონი" "ბორდოსთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება დაამტკიცოს, რომ შუა კვირაში "კანთან" დამარცხება შემთხვევითი იყო.

მე-6 ტურში დამარცხების გამო უკლებლივ ყველა ლიონელს გული ძალიან დასწყდა, რადგან ეს იყო გუნდის პირველი გალიდერება ლამის ორწლიანი პაუზის შემდეგ და მარცხის წყალობით ისინი ისევ დაქვეითდნენ. რემი გარდს არ დასცალდა ლიდერობით ტკბობა, როგორც ამას თავად აპირებდა.

ახალბედა მწვრთნელისთვის ეს იყო პირველი მარცხი პროფესიულ კარიერაში. სულ მის ანგარიშზე ჯერ 10 თამაშია. ამ შეხვედრას მალე მოჰყვება ჩემპიონთა
ლიგაში ზაგრების "დინამოსთან" დაპირისპირება, ასე რომ, გარდის გუნდს სერიოზული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა ელის.

სწორედ ასეთ მჭიდრო გრაფიკის პირობებში გამოჩნდება, რისი თავი აქვს "ლიონს", რადგან თუ გუნდი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, სერიოზული წარმატებების იმედი არ უნდა ჰქონდეს. "სტად დე ჟერლანზე" "ლიონი" ბოლოს ერთი წლის წინ "სენტ ეტიენთან" პრინციპულ დერბიში დამარცხდა და მას შემდეგ მშობლიურ არენაზე 18 თამაშია არ წაუგია.

თუმცა სტატისტიკის მიუხედავად გარდი მაინც ძალიან ფრთხილობს: "იმის საფუძველზე, რაც "ბორდოსა" და "ლილის" დაპირისპირებისას ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ ჟირონდელები სულ უფრო ძლიერდებიან.

ფეხბურთელები დამრიგებლის ხათრით უფრო და უფრო მეტს მუშაობენ და ნაბიჯ-ნაბიჯ პოულობენ თავიანთ გზას. "ბორდო" დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ კლუბად საფრანგეთში. ასე რომ, ჩვენ რთული მატჩისთვის ვემზადებით".

გარდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. იოან გურკუფის ტრავმის ამბავი ალბათ ყველამ იცის. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მაისიდან მოყოლებული უქმადაა. ასევე ტრავმის გამო არ იქნება ლისანდრო ლოპესი.

ორივეს ამ ფეხბურთელს კოჭის სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა აწუხებს. არ იქნებიან ასევე კრისი, ედერსონი და იანის ტაფერი და რა თქმა უნდა უგო ლორისი, ვინც "კანთან" წითელი ბარათი დაიმსახურა. მის ნაცვლად კარში ისევ რემი ვერკუტრი იდგება.

"ლიდერების არყოფნა რა თქმა უნდა სანერვიულოს მიმძაფრებს, რადგან ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს მთელ ლიგაში. თუმცა ჩვენ მაინც ძალიან შეკრული გუნდი ვართ და ის ფეხბურთელები, ვინც ვერ თამაშობენ, ახალგაზრდა თანაგუნდელებს მაინც ეხმარებიან. რამდენიმე ახალგაზრდას ბევრი სათამაშო დრო მიეცემა, რადგან ჩვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაგვაჩნია," - თქვა რემი გარდმა.

"ბორდოს" "ლიონის" წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა აქვს - ბოლო 5 შეხვედრაში სამი მოგება და 2 ფრე. თუმცა მათ ეს ვერაფერს უშველის, თუ გუნდმა თამაშს სასწრაფოდ არ მოუმატა. 2001 წლის შემდეგ ჟირონდელებმა ყველაზე ცუდი სტარტი აიღეს ლიგა 1-ში.

7 შეხვედრაში ერთადერთი მოგება აქვთ. ფრანსის ჟიიოს ბიჭებს შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, მეორე მატჩი მე-5 ტურში მოეგოთ, როცა გასვლაზე "ტულუზს" 2:0 უგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში იმდენი მოახერხეს, რომ 90-ე წუთზე გაშვებული ბურთი მესამე აღმოჩნდა სედრიკ კარასოს კარში.

დადებითი ნიშანი იყო მე-6 ტურში შინ მრისხანე "ლილთან" აღებული ქულა, მაგრამ "ამ შეხვედრაში აღებულ ქულას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, ისევე როგორც დიდად არ უნდა ვინერვიულოთ ტულუზში წაგებული მატჩის გამო. ჩვენ გვესმის შექმნილი სიტუაციის სიმძიმის და ისიც ვიცით, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით არ იყო საკმარისი, რომ თამაშები მოგვეგო. ასე რომ, წინ წინსვლისთვის კიდევ ბევრი ოფლისღვრა გვმართებს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ გამოვიყენოთ ის სიტუაცია, რომ "ლიონს" საფრანგეთის საუკეთესო მეკარე ლორისი არ ეყოლება. პირადად ყოველთვის მირჩევნია, რომ ის ჩემ წინააღმდეგ არ თამაშობდეს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თავდასხმაში შანსების ძიებას," - თქვა ფრანსის ჟიიომ.

კუნთის პრობლემების გამო "ბორდოს" შემადგენლობაში საეჭვოა მარკ პლანიუს ასპარეზობა. ნამდვილად ვერ ითამაშებს დავიდ ბელიონი, ვისაც აღდგენითი პროცედურები ჯერ არ დაუსრულებია. უახლოეს სამ კვირას გამოტოვებს გუნდის შარშანდელი საუკეთესო ბომბარდირი ანტონი მოდესტი.

სატურნირო მდგომარეობა

1. მონპელიე 7 5 1 1 15-6 16
2. რენი 7 4 2 1 17-11 14
3. ლიონი 7 4 2 1 11-6 14
4. პსჟ 7 4 2 1 11-7 14
5. ტულუზი 7 4 2 1 11-7 14
6. ლილი 7 3 3 1 12-9 12
7. ლორიანი 7 3 3 1 9-6 12
8. კანი 7 3 1 3 8-8 10
9. სოშო 7 2 3 2 12-15 9
10. დიჟონი 7 3 0 4 6-13 9
11. ოსერი 7 1 5 1 10-9 8
12. სტ. ეტიენი 7 2 2 3 6-10 8
13. ბორდო 7 1 4 2 8-9 7
14. ევიანი 7 1 4 2 6-8 7
15. მარსელი 7 1 3 3 8-10 6
16. ვალანსიენი 7 1 2 4 8-9 5
17. ნიცა 7 1 2 4 6-8 5
18. ბრესტი 7 0 5 2 5-7 5
19. აიაჩო 7 1 2 4 7-15 5
20. ნანსი 7 0 4 3 5-8 4

ბომბარდირები: 5 - ალან ტრაორე (ოსერი), 4-4 ლოიკ რემი (მარსელი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე), ვიქტორ მონტანო (რენი), ედენ აზარი (ლილი), კევინ გამეირო (პსჟ), ფრედერიკ სამარიტანო (აიაჩო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული