პსჟ-ს ამბები

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" 24 წლის თურქ თავდამსხმელ მევლუთ ერდინგს კონტრაქტი 2014 წლამდე გაუგრძელა. წინა ხელშეკრულება ფეხბურთელს 2012 წელს ეწურებოდა. შეგახსენებთ, რომ მევლუთი "პარკ დე პრენსზე" 2009 წლიდან ასპარეზობს. 55 შეხვედრაში მის ანგარიშზე 24 გოლია.

ფრანგული პრესა ალაპარაკდა, პსჟ-მ ზამთარში შეიძლება 36 წლის დევიდ ბექჰემი გადაიბიროსო. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ხმები ირიბად დაადასტურა.

მას არ განუცხადებია, მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთო, მაგრამ დასძინა, მოხარული ვიქნები თუ დევიდი პარიზში კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტსო. "ბექჰემთან ერთად "მილანში" ვმუშაობდი და მასთან მშვენიერი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. ის უფრო
მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი.

დევიდი ვარჯიშობს და თამაშობს ისევე, როგორც ამას ახალგაზრდა ფეხბურთელები აკეთებენ. მე მისი ღირსებებით და ყველაფერ იმით, რაც მან ფეხბურთში გააკეთა, აღფრთოვანებული ვარ.

შეიძლება თუ არა მასთან კონტრაქტი გავაფორმოთ? კარები ღიაა, ის ბრენდია, პოპულარული ვარსკვლავია და ჩემს გუნდში მისი ხილვით ყოველთვის ბედნიერი ვიქნები. დევიდი ყოველთვის იცავს წესებს, ყურადღებით გისმენს და გუნდისთვის ყოველთვის საუკეთესო ემეტება. ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია. მასთან ვმუშაობდი და ამას მასზე ამიტომაც ვამბობ," - განუცხადა ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლეონარდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული