ბექჰემი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელექსის" ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის გადასვლა პსჟ-ში ფანტაზიის სფერო სულაც არ ყოფილა.

როგორც გაირკვა, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ინგლისელ ნახევარმცველთან პსჟ-ში გადასვლის შესახებ უკვე ისაუბრა.

ბექჰემს ამერიკულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ნოემბერში ეწურება.

შესაძლოა პარიზში გადასასვლელად დევიდის ცოლმა ვიქტორია ბექჰემმა უფრო იაქტიუროს, რადგან მოდის დედაქალაქში დამკვიდრება მას ძალიან გაახარებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2009 წელს "მილანში" თამაშობდა, ხოლო მაგ დროისთვის იტალიური გრანდის სათავეში ლეონარდო იდგა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული