როგორც გაირკვა, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ინგლისელ ნახევარმცველთან პსჟ-ში გადასვლის შესახებ უკვე ისაუბრა.
ბექჰემს ამერიკულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ნოემბერში ეწურება.
შესაძლოა პარიზში გადასასვლელად დევიდის ცოლმა ვიქტორია ბექჰემმა უფრო იაქტიუროს, რადგან მოდის დედაქალაქში დამკვიდრება მას ძალიან გაახარებს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 2009 წელს "მილანში" თამაშობდა, ხოლო მაგ დროისთვის იტალიური გრანდის სათავეში ლეონარდო იდგა.
მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით