პსჟ ბექჰემთან მოლაპარაკებებს იწყებს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ახლო მომავალში პსჟ-ს ხელმძღვანელობას შეხვდება. მხარეები ფეხბურთელის პარიზულ კლუბში გადასვლის დეტალებს შეათანხმებენ.

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო სრული სერიოზულობით აპირებს 36 წლის ინგლისელის შეძენას. როგორც გაირკვა, პარიზელები ბექჰემს კონტრაქტს 2013 წლამდე შესთავაზებენ.

პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი წელიწადში 4-5 მილიონ ევროს მიიღებს.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული