სისე: კარგია, რომ ნაკრებში დავბრუნდი

AutoSharing Option
"ლაციოს" თავდამსხმელმა ჯიბრილ სისემ, რომელიც სასწრაფოდ საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს, განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის თავკაცის ლორან ბლანის ესმის. საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშისას ბლანი სისეს ნაკრებში არ იწვევდა.

"ყოველთვის მჯეროდა, რომ აქ დავბრუნდებოდი. როდესაც დამირეკეს და მთხოვეს გავმგზავრებულიყავი, ჩემი პირველი ემოცია კმაყოფილება იყო. შემდეგ ვიკითხე: "ეს ხუმრობაა?" ძნელია ნაკრებს შორიდან უყურო. აღმასვლაც მქონია და დაღმასვლაც, მაგრამ თავს ყოველთვის ნაკრების ნაწილად ვგრძნობდი.

კარგია, რომ დავბრუნდი. სულელი არ ვარ და კარგად მესმის ბლანი საბერძნეთში ჩემს მიღწევებს რატომ არ აქცევდა ყურადღებას. თუნდაც ბევრი გოლი გაგქონდეს, ის მაინც
საბერძნეთია - არცთუ ძალიან ძლიერი ჩემპიონატი. იქ მოთამაშისთვის ნაკრებში კონკურენციის დაძლევა რთულია. მე მომთმენი ვიყავი", - განაცხადა თავდამსხმელმა.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული