სოვის ტრავმა და განცხადება

AutoSharing Option
"ლილის" სენეგალელმა თავდამსხმელმა მუსა სოვმა "რენთან" შეხვედრაში მარჯვენა ფეხის თითი იღრძო და ექიმების მითითებით მინიმუმ ერთ კვირას დაისვენებს.

შესაბამისად, 25 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს მავრიკეთთან აფრიკის ეროვნებათა თასის შესარჩევ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, - გვამცნო "ფრანს ფუტბოლმა". რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, მუსა 15 ოქტომბერს "ოსერთან" მე-10 ტურის შეხვედრისთვის მწყობრში უნდა იყოს. "ძაღლებისთვის" მისი ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "ოსერის" შემდეგ მათ წინ ჩემპიონთა ლიგაში "ინტერთან" მატჩი ელით.

ამასობაში ესპანური წყაროები ამტკიცებენ, რომ "სევილია" მზადაა იანვარში სენეგალელში "ლილს" 18 მილიონი ევრო
გადაუხადოს. სოვით დაინტერესებას მიაწერენ ასევე "არსენალს" და "ინტერსაც". თავად ფეხბურთელმა აღნიშნულ თემაზე ორაზროვანი კომენტარი გააკეთა:

"მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის, რა შეიძლება მომავალში მოხდეს. იქამდე, ვიდრე "ლილის" ღირსებას ვიცავ, მის საქმეებზე ვიქნები კონცენტრირებული, თუმცა სეზონის მიწურულამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული