ბექჰემი: პსჟ საინტერესო კლუბია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველით დევიდ ბექჰემით პსჟ დაინტერესდა. ბექჰემმა ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას აშშ-ში სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.

ვნახოთ, რა იქნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ სეზონის დასრულებას დაველოდები, შევხედავ როგორ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები და გადაწყვეტილებას მივიღებ. პსჟ-ს კარგი დროება უდგას. კლუბში ფინანსები გაჩნდა, ლეონარდო მოვიდა. ეს საინტერესო კლუბია.

ახლა "ლოს ანჯელეს გელექსიში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული. წინ სეზონის ორი თამაში და პლეიოფი გველის, შემდეგ კი მომავალზე ვიფიქრებ", - ამბობს ბექჰემი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ახლანდელი სპორტული დირექტორი
ლეონარდო და ბექჰემი "მილანში" ერთად მუშაობდნენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული