საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში ალბანეთის ნაკრებთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
ფრანგ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და როგორც გაირკვა, შესაძლოა აბიდალი ბოსნიასთან მატჩისთვის გამოჯანმრთელდეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება. D ჯგუფში ეს მატჩი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.