ამჯერად ახალი ის არის, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ახალი გენერალური დირექტორი წარადგინა. რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ, რომ ამ თანამდებობაზე 15 წლის განმავლობაში “იუვენტუსის” აღმასრულებელ დირექტორად ნამუშევარი, 48 წლის ჟან-კლოდ ბლანი დაინიშნა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კლუბში იმუშავებს მუსიე ბლანი. ის თავისი საქმის დიდი პროფესიონალია და მთელ გამოცდილებას “პარი სენ-ჟერმენს” მოახმარს, კლუბს,
ამ დღეებშივე გახდა ცნობილი, რომ დაკომპლექტდება გუნდის მმართველი დირექტორთა საბჭო, რომელსაც სათავეში სწორედ ჟან-კლოდ ბლანი ჩაუდგება. ამრიგად, პსჟ-ს მმართველობითი სისტემა თითქმის მთლიანად იცვლება, რადგან აქამდე ძალაუფლება სწორედ ყატარული ფონდის მიერ დანიშნული წარმომადგენლების ხელში იყო. ცვლილებები ძალაში 21 ოქტომბერს შევა.
ამასობაში ტელეკომპანია “კანალ+” გვამცნობს, რომ პარიზში ერთმანეთს ლეონარდო და “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი კაკა შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მომავალ თანამშრომლობაზე მოლაპარაკება იყო. ვებგვერდის ცნობით, პირველი რაუნდი წარმატებული აღმოჩნდა. რა იგულისხმება წარმატებაში არ კონკრეტდება. სხვა სპორტული საიტები კი წერენ, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი “პარკ დე პრენსზე” შესაძლოა უკვე იანვარშივე გადავიდესო. “რეალი” 29 წლის ფეხბურთელში 30-დან 35 მილიონ ევრომდე მიიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"