31 წლის ფეხბურთელს ფრანგები იანვარშიც იწვევდნენ, მაგრამ მაშინ ბრაზილიელმა მეტისმეტად დიდი ხელფასი მოითხოვა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები მაშინ იძულებულნი გახდნენ, ჩანაფიქრზე უარი ეთქვათ. ამჯერად სამხრეთამერიკელის მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ ანტონიო კონტემ მის სამსახურზე უარი თქვა და მას სხვაგან წასვლის გარდა სხვა გზა არც დარჩენია.
"ბიანკონერის" ამაურის გაყიდვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ თავდამსხმელი, მარსელელთა მსგავსად, პირობებზე ვერც სხვა კლუბებს შეუთანხმდა. ახლა კი მისი აგენტი მიკელე პალმიზანო
ჩვენი გაზეთი წერდა, რომ ფიფამ ლისაბონის "სპორტინგიდან" "ნიცაში" იანიკ ჯალოს ტრანსფერი ბათილად ცნო. კლუბმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ლოზანის სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ ფიფას პოზიცია მართებულად მიიჩნია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პრობლემა ფიფაში საჭირო საბუთების ვადის ამოწურვის შემდეგ გაგზავნა იყო, რის შემდეგაც ციურიხში 25 წლის გვინეელისთვის ფრანგულ კლუბში თამაშის ნებართვის გაცემაზე უარი თქვეს. ბედშავ იანიკს ახლა მოცდა იანვრამდე მოუწევს, როცა თავიდან იქნება შესაძლებელი ფიფაში საბუთების გაგზავნა და წესის დაცვით ტრანსფერის სრულყოფა.
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი პეგი ლუინდულა იანვარში კლუბს დატოვებს. 32 წლის ფეხბურთელმა ვერ გაუძლო შეტევის ხაზში შექმნილ მწვავე კონკურენციას და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩა. ის მაინცდამაინც არც შარშან იყო განებივრებული ანტუან კომბუარეს ნდობით (ძირითადში სულ 4-ჯერ მოხვდა), მაგრამ წელს მას სკამზეც კი უჭირს თავისი ადგილის პოვნა.
ეს მაშინ, როცა იშვიათად თამაშობს მევლუთ ერდინგი და ტრავმირებულია გიიომ ოარო, თავდამსხმელები, რომლებიც კლასით მას აშკარად აღემატებიან. "ეკიპის" ცნობით, ლუინდულას გადაბირება "ევიანს" სურს. დედაქალაქელები ვეტერანში 1 მილიონს ითხოვს. თუ ტრანსფერი შედგა, ლუინდულას კლუბში მისი ოდინდელი თანაგუნდელი სიდნი გოვუ დახვდება, ვისთან ერთადაც ის "ლიონში" 2001/04 წლებში თამაშობდა.
ბოლოს "სოშოს" შევეხოთ: ფრანგული სპორტული პრესა წერს, კლუბს იანვარში ორი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებსო. თუკი "სოშოს" თამაშებს თვალს ადევნებთ, აღმოაჩენდით, რომ "სტად ბონალზე" ორი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელთაც შეიძლება სხვა ევროპული კლუბების ინტერესი თანაგუნდელებზე მეტად მიიქციონ.
ლაპარაკია საფრანგეთის ნაკრების 23წლის ნახევარმცველ მარვენ მარტენსა და 24 წლის მალელ თავდამსხმელ მოდიბო მაიგაზე. პირველისადმი ინტერესი ძალიან დიდია. ყველაზე მეტად მისი გადაბირება "არსენალს" უნდა (ასევე ეპატიჟებიან "ლიონი", "ლილი" და "დორტმუნდი"), მეორეს კი "სანდერლენდი" უპირებს მოხიბვლას.
მარტენი აცხადებს, რომ: "ეს სეზონი "სოშოში" დავიწყე და აქვე დავამთავრებ. ფიქრადაც კი არ გამივლია, კლუბი იანვარში დავტოვო". მაიგას კომენტარი კი პრესაში არ გამოჩენილა, რაც სულაც არ არის გასაკვირი.
მას ზაფხულზე "ნიუკასლი" ყიდულობდა, მაგრამ კლუბმა არ გაუშვა და გაპროტესტების გამო მას ცოტა ხნით თავი დუბლებში ამოაყოფინეს. ამასობაში მალის ნაკრების თამაშის შემდეგ მაიგა კლუბს მუხლში სისხლჩაქცევით დაუბრუნდა, რის გამოც მას შეიძლება 16 ოქტომბერს "ვალანსიენთან" მე-10 ტურის მატჩი გაუცდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"