“მარსელის” უმთავრესი აქციონერის განცხადებამ ცოტათი შეგვაშფოთა, - განუცხადა ქალაქის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა “ფრანს ფურბოლს”. - ვისაც უნდათ კლუბი იმას მიყიდონ, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ მთავარია, ექნება თუ არა სპონსორს იმისი თავი, რომ კლუბს ღირსეულად მიხედოს”.
მშვიდი გარემო გუნდის შიგნითაც არ არის და ასე გრძელდება უკვე
მწვრთნელ-ფეხბურთელმა მოახერხეს შერიგება და თავდამსხმელის გამოჯანმრთელებას მთელი “ველოდრომი” სულმოუთქმელად უცდის, რადგან საიდუმლო არავისთვისაა, რომ თუკი ანდრე-პიერი წელსაც ვერ გამოიჩენს თავს სათანადოდ, სეზონის დამთავრების შემდეგ მას გუნდიდან გაუშვებენ. 16 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის უსახელოდ უკან გაშვება კი არავის სურს.
ჟინიაკმა ვარჯიში ოთხშაბათს დაიწყო. როგორც კლუბის საიტზე იტყობინებიან, დატვირთვას მისთვის პრობლემები არ შეუქმნია. “მისთვის ამჟამად მძიმე ეტაპია, რადგან სრულფასოვნად დიდი ხანია აღარ უვარჯიშია, - აცხადებს დეშამი. - რაც ყველაზე მთავარია, ვარჯიშებისას ტკივილი მას უკვე აღარ აწუხებს, მაგრამ უნდა შეეგუოს აზრს, რომ თამაშებისას შეიძლება ხანდახან მაინც შეწუხდეს. ასეთი მძიმე ტრავმები ასე იოლად არ ჩაივლის. მას არნახული მოტივაცია ამოძრავებს. ერთი სული აქვს, როდის გამოვა მინდორზე, ჩაიცვამს ბუცებს და თანაგუნდელებთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებებისთვის. წინასწარ რამის თქმა ძნელია, მაგრამ თუკი “ტულუზთან” მატჩისთვის ის მზად იქნება, გამორიცხული არ არის ითამაშოს კიდეც, თუმცა მოვლენათა დაჩქარებას არ ვაპირებთ”.
ჟინიაკის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებენ მისი თანაგუნდელებიც. ბენუა შეირუს თქმით: “ის ჩვენს თამაშს ზუსტად იმას შემატებს, რაც ასე ძალიან გვაკლია. ის მუშა ფეხბურთელია და გოლებიც გატანაც უყვარს. ამჟამად ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს ჯანმრთელი ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა პრობლემების წინაშეც ვდგავართ”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"