ვაი და, მართლა გაყიდა...

AutoSharing Option
ქალაქ მარსელის ადმინისტრაციის განცხადებით, პრინციპში ვერ და არ შეეწინააღმდეგებიან მარგარიტა ლუი დრეიფუსის მიერ “ოლიმპიკის” გაყიდვას, მაგრამ არც პოტენციური სპონსორის ეროვნებასთან ექნებათ რამე პრობლემა. მთავარია, ისეთი ვინმე გამოჩნდეს, რომელსაც კლუბთან ერთად დიდი გეგმები ექნებაო, ფიქრობენ ისინი.

“მარსელის” უმთავრესი აქციონერის განცხადებამ ცოტათი შეგვაშფოთა, - განუცხადა ქალაქის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა “ფრანს ფურბოლს”. - ვისაც უნდათ კლუბი იმას მიყიდონ, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ მთავარია, ექნება თუ არა სპონსორს იმისი თავი, რომ კლუბს ღირსეულად მიხედოს”.

მშვიდი გარემო გუნდის შიგნითაც არ არის და ასე გრძელდება უკვე
დიდი ხანია. აგვისტოს ბოლოს დიდიე დეშამმა ანდრე-პიერ ჟინიაკი “ფულჰემში” ლამის ძალით გაყიდა, რაზეც ფეხბურთელს მწვავე რეაქცია ჰქონდა. სექტემბერში თავდამსხმელი დაიმტვრა და ბურთს კარგა ხანია აღარ გაკარებია. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა.

მწვრთნელ-ფეხბურთელმა მოახერხეს შერიგება და თავდამსხმელის გამოჯანმრთელებას მთელი “ველოდრომი” სულმოუთქმელად უცდის, რადგან საიდუმლო არავისთვისაა, რომ თუკი ანდრე-პიერი წელსაც ვერ გამოიჩენს თავს სათანადოდ, სეზონის დამთავრების შემდეგ მას გუნდიდან გაუშვებენ. 16 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის უსახელოდ უკან გაშვება კი არავის სურს.

ჟინიაკმა ვარჯიში ოთხშაბათს დაიწყო. როგორც კლუბის საიტზე იტყობინებიან, დატვირთვას მისთვის პრობლემები არ შეუქმნია. “მისთვის ამჟამად მძიმე ეტაპია, რადგან სრულფასოვნად დიდი ხანია აღარ უვარჯიშია, - აცხადებს დეშამი. - რაც ყველაზე მთავარია, ვარჯიშებისას ტკივილი მას უკვე აღარ აწუხებს, მაგრამ უნდა შეეგუოს აზრს, რომ თამაშებისას შეიძლება ხანდახან მაინც შეწუხდეს. ასეთი მძიმე ტრავმები ასე იოლად არ ჩაივლის. მას არნახული მოტივაცია ამოძრავებს. ერთი სული აქვს, როდის გამოვა მინდორზე, ჩაიცვამს ბუცებს და თანაგუნდელებთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებებისთვის. წინასწარ რამის თქმა ძნელია, მაგრამ თუკი “ტულუზთან” მატჩისთვის ის მზად იქნება, გამორიცხული არ არის ითამაშოს კიდეც, თუმცა მოვლენათა დაჩქარებას არ ვაპირებთ”.

ჟინიაკის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარს აკეთებენ მისი თანაგუნდელებიც. ბენუა შეირუს თქმით: “ის ჩვენს თამაშს ზუსტად იმას შემატებს, რაც ასე ძალიან გვაკლია. ის მუშა ფეხბურთელია და გოლებიც გატანაც უყვარს. ამჟამად ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს ჯანმრთელი ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა პრობლემების წინაშეც ვდგავართ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული