გურკუფის გეგმები

AutoSharing Option
"ლიონის" ნახევარმცველმა იოან გურკუფმა უარყო პრესით გავრცელებული ხმები თითქოს სეზონის ბოლოს "ლიონიდან" წასვლას აპირებდეს.

"არასოდეს მდომებია აქაურობის მიტოვება, რადგან აქ წარუმატებელი პირველი სეზონი მქონდა. "ლიონის" გულშემატკივრები კი ისე შემხვდნენ, როგორც გმირს. როგორც ჩანს, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდი.

ადაპტაცია გამიძნელდა და ცოტა ჩაკეტილი ადამიანი გავხდი. მას შემდეგ კი, რაც ტრავმას მოვირჩენ, მზად ვიქნები, რომ ყველაფერი საუკეთესო ვაჩვენო, რაც შემიძლია. იქამდე, ვიდრე ტრავმა მაწუხებდა, ფეხბურთს ყურადღებით ვაკვირდებოდი. სწორედ ამან გამიადვილა წარსულში მომხდარი გარკვეული მოვლენების გადაფასება," - უთხრა იოანმა "ლე მონდს". როდის დაუბრუნდება
გურკუფი მოედანს, ჯერჯერობით, უცნობია.

მეორე ფრანგული გამოცემა "ეკიპი" "ინტერის" მხრიდან "ლიონის" საყრდენი ნახევარმცველით მაქსიმ გონალონით დაინტერესებაზე წერს. 22 წლის ფეხბურთელი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად გუნდიდან ჟერემი ტულალანის წასვლის შემდეგ იქცა. ის იმდენად კარგად თამაშობს, რომ "ეკიპი" ვარაუდობს, მალე მისი სამსახურით ლორან ბლანიც დაინტერესდებაო.

გონალონის კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის, თუმცა მაქსიმი სწორედ იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთაც პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ახალი ხელშეკრულებები შესთავაზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული