შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა 27 აგვისტოს ლიგა 1-ის მე-4 ტურში “მონპელიესთან” მატჩში მიიღო. მართალია მაშინ მან შეძლო და შეხვედრა ჩაამთავრა, მაგრამ მეორე დღეს ფეხმა ის უკვე ძალიან შეაწუხა.
ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს ლისანდრომ პირველად ივარჯიშა ძირითად გუნდთან ერთად და პრობლემა არ შექმნია. “ლილის” წინააღმდეგ 11-ე ტურის მატჩში მისი ძირითადში გამოჩენა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ “ლომების” თავკაცი რემი გარდი მას ალბათ განაცხადში მაინც შეიყვანს. სასტარტოს დაუბრუნდება
რახან “ლილი”-“ლიონის” მატჩი ვახსენეთ, აქვე გეტყვით, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებს 28 წლის ცენტრალური მცველი მარკო ბაშა არ ეყოლებათ. ჩერნოგორიელმა ჩემპიონთა ლიგაში “ინტერთან” მატჩისას ტრავმა მიიღო, როცა შტანგას უნებურად შეასკდა. მას ფეხზე უზარმაზარი სისხლჩაქცევა აქვს და ექიმების განცხადებით, მინდორზე მისი გამოჩენის შანსი მიზერულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"