მასპინძლებს მოგება ახლა იმაზე მეტად უნდათ, ვიდრე ოდესმე, რადგან დიდიე დეშამის გუნდს 10 ტურში ერთადერთი მოგება აქვს და ჩემპიონატის ლიდერს უკვე 14 ქულით ჩამორჩება, რაც მათ საჩემპიონო ამბიციებს მსუყე კითხვის ნიშანს უსვამს. პროვანსელებს წინა ტურში პრინციპში ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ “ტულუზს” ქულის მეტს მაინც ვერაფერს გამორჩნენ. თუმცა ვინ იცის, რომ არა შარლ
“იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ 32 წუთი კაცნაკლულები ვთამაშობდით, მე-10 ტურში აღებული ქულა ნორმალური იყო. მინდოდა, ცოტა მეტი ფანტაზია გამოგვეჩინა, მაგრამ არა უშავს. ფეხბურთელები ერთმანეთს გვერდში კარგად უდგნენ. ჩემს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, რაც დავამტკიცეთ, მაგრამ რიგი ფაქტორების გამო ვერ გამოვიყენეთ და საბოლოო შედეგიც ვერ მივიღეთ,” - აცხადებს დეშამი.
“ტულუზთან” მატჩმა ის ტენდენციები გამოკვეთა, რაც რაც დღეს “მარსელს” ყველაზე მეტად აწუხებს. გუნდის დაცვას კიდევ არა უშავს. აი, თავდასხმა კიდევ მართლა საშინელებაა. მხოლოდ “ბრესტმა” (8) და “ნანსიმ” (7) გაიტანეს უფრო ცოტა გოლი ჩემპიონატში, ვიდრე “მარსელმა”, რაც შეუძლებელია, გუნდის სამწვრთნელო შტაბს არ აღელვებდეს. არადა სეზონი პირიქით იწყებოდა, “ლილთან” სუპერთასის შეხვედრაში თავდასხმა ბრწყინავდა - 5 გოლი გაიტანა, დაცვა კი მოიკოჭლებდა - 4 ბურთი გაუშვა. დეშამს აქვს იმედი, რომ “აიაჩოსთან” გუნდს საუკეთესო ფეხბურთელი მატიე ვალბუენა დაუბრუნდება. ტანმორჩილმა ნახევარმცველმა მცირე ტრავმის გამო “ტულუზთან” შეხვედრა გამოტოვა.
მასპინძლებს გამარჯვების იმედს ისიც აძლევს, რომ “აიაჩომ” “ველოდრომზე” 8 ვიზიტიდან ხუთჯერ წააგო, გამარჯვებით კი მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.
კორსიკაზე შესრულებული ჰეთთრიკის შემდეგ, როგორც კევინ გამეირო ამბობს, სერიოზულად იწყებს ბრძოლას ბომბარდირთა დავაში გასამარჯვებლად, სადაც ის აქამდე ორჯერ ჩაერთო და ორჯერვე დამარცხდა. 2010-ში ტიტული მამადუ ნიანგთან წააგო, 2011-ში - მუსა სოვთან. 11-ე ტურში მას მშვენიერი შანსი აქვს, კიდევ უფრო დაწინაურდეს, რადგან “დიჟონი” ის გუნდი არ არის, ვინც მყარი დაცვით გამოირჩევა, მით უფრო გასვლით შეხვედრებში, სადაც 5 მატჩში 12 ბურთი აქვს გაშვებული.
“სასიამოვნო იყო საფრანგეთის ნაკრების წარმატების შემდეგ კლუბში დაბრუნება და უმალ ჰეთთრიკის შესრულება. გოლები ფილიპო ინძაგის სტილში გავიტანე. თანაც სამივე ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ძალიან მიყვარს დაცვის ზურგს უკან ბურთის მიღება და თავის ასე გამოჩენა. გპირდებით, რომ სეზონის განმავლობაში ასეთ გოლებს კიდევ ნახავთ”. შეგირდს აქებს ანტუან კომბუარეც: “გამეირო მენტალურად ძალიან ძლიერია, რადგან საკუთარ ძალებში ეჭვი არასოდეს ეპარება. კევინი მრისხანე თავდამსხმელია, რომელიც სიტუაციას ზედმიწევნით გრძნობს”.
ზემოთაც ვთქვით, “დიჟონი” ძლიერი დაცვით არ გამოირჩევა-თქო. ამის დასტური იყო თუნდაც წინა ტურში “მონპელიესთან” მატჩი, სადაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 5:3 დამარცხდნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პატრის კარტერონის შეგირდები 90 წუთში 5 ბურთს უშვებენ. 1-ელ ტურში მათ ანალოგიური რამ შეემთხვათ შინ “რენთან” (1:5).
“მთელი კვირა ვაანალიზებდი “მონპელიესთან” გაშვებულ ბურთებს. ისეთ შეცდომებს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, მე-8 ლიგის გუნდი თუ უშვებს. დიახ, ეს ძალიან მტკივნეული იყო. ვფიქრობ, ამ დროში სათანადოდ ვიმუშავეთ, რომ მეტად ასეთი რამე აღარ გავიმეოროთ. აღნიშნულ შეხვედრაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. ახლა მოქმედების დროა, ჩვენს ნაბიჯებში კი ჩვენ რადიკალურები უნდა ვიყოთ,” - ამბობს პატრის კარტერონი.
დაბოლოს, კვირას ჩვენი დროით 23:00-ზე ტურის უმთავრესი დაპირისპირება გაიმართება. ჩემპიონი “ლილი” მესამეადგილოსან “ლიონს” უმასპინძლებს. ჩემპიონობის პრეტენდენტთა დაპირისპირება ბუნებრივ ინტერესს იწვევს. თანაც ჩემპიონთა ლიგაში ორივე გუნდმა წააგო და გულშემატკივართა წინაშე მათ რეაბილიტაცია მართებთ.
ლიგა 1. XI ტური
დღეს:
ბორდო-ბრესტი 21:00
კანი-მონპელიე 21:00
მარსელი-აიაჩო 21:00
ნანსი-ნიცა 21:00
სტ. ეტიენი-ვალანსიენი 21:00
სოშო-ევიანი 21:00
ლორიანი-ტულუზი 23:00
ხვალ:
ოსერი-რენი 19:00
პარი სენ-ჟერმენი-დიჟონი 19:00
ლილი-ლიონი 23:00
თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 10 7 2 1 19-8 23
2. მონპელიე 10 6 2 2 22-14 20
3. ლიონი 10 6 2 2 17-10 20
4. ლილი 10 5 4 1 18-11 19
5. რენი 10 5 3 2 20-14 18
6. ტულუზი 10 5 3 2 12-10 18
7. ლორიანი 10 4 4 2 12-9 16
8. კანი 10 4 3 3 14-12 15
9. სტ. ეტიენი 10 3 4 3 10-13 13
10. ოსერი 10 2 6 2 16-14 12
11. სოშო 10 3 3 4 16-22 12
12. დიჟონი 10 3 2 5 11-20 11
13. ნიცა 10 2 4 4 11-10 10
14. ვალანსიენი 10 2 3 5 12-12 9
15. მარსელი 10 1 6 3 10-12 9
16. ბრესტი 10 0 8 2 8-10 8
17. ევიანი 10 1 5 4 10-15 8
18. ბორდო 10 1 5 4 11-17 8
19. აიაჩო 10 1 4 5 10-20 7
20. ნანსი 10 0 5 5 7-13 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"