პლატინი: ბექჰემის გადაბირება - მარკეტინგული სვლაა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფრანგულ კლუბ პსჟ-ში ბექჰემის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.

"თუ ბექჰემი პარიზში აღმოჩნდება, პსჟ-სთვის ეს ბრწყინვალე მარკეტინგული სვლა იქნება, რადგან გაყიდვები მოიმატებს. დევიდი ძალიან მომწონს, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ის ძველებურ ფორმას ვერასდროს დაუბრუნდება.

იმ შემთხვევაში, თუ პსჟ-მ ბექჰემი გადაიბირა, ეს ტრანსფერი მარტო ფეხბურთთან არ იქნება დაკავშირებული", - განაცხადა პლატინიმ.

მომზადებულია RTL-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული